საერთოდ პასუხის პასუხები არ მიყვარს,მაგრამ როცა ადამიანი პირად შეურაცყოფაზე
გადადის, ჩემ თავს პასუხის გაცემის უფლებას ვაძლევ თქვენს წერილზე, რომელსაც "სამაგალითო" ადგილი მიუჩინა ireporter.ge.
ჩემი აზრით ჩამოყალიბდა ხელშეუხებელი ჟურნალისტების კასტა ,რომელთა ყველა პუბლიკაცია თუ წერილი სრულ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ და თუ ვინმემ გაბედა და ხმა ამოიღო მათ წინააღმდეგ ლანძღვა-გინების ობიექტი ხდება. ბატონო ოთო ბევრად უკეთესი იქნებოდა ცოტა უფრო კონსტრუქციული ყოფილიყავით და უფრო ღრმად გაგეანალიზებინათ წერილის შინაარსი. სიმართლე მწარეა, ჩემო კარგო და ადექვატური პასუხის გაცემის სანაცვლოდ ბილწსიტყვაობა აიფარეთ ფარად.დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე გვგყვავს ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა და ფეხზე დაყენება, წლების განმავლობაში ბატონი ბიძინა უანგაროდ ემსახურებოდა ქართველ ხალხს, ეხლა ეს ადამიანი საჭიროებს ჩვენს გვერდით დგომას და იმის მაგივრად,რომ გვერდით დავუდგეთ და ერთად ვიბრძოლოდ ქვეყნის კეთილდღეობისათვის,თქვენ მარტო პირადი ამბიციები და ამ გზით ყურადღების მიქცევა დააყენეთ წინა პლანზე. საკმარისია უკვე ობიექტური ჟურნალისტების თამაში,რასაც სიმართლედ ვთვლიდი,ის აღვნიშნე ჩემს წერილში და კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზსს,ჩასაფრებული პოზიციიდან მომზირალი ,,კეთილმოსურნენის,, დრო გავიდა.ეხლა თვითონ მკითხველმა განსაჯოს ვინ უფრო საჭიროებს ჩვენს შორის ჯაგრისის ხმარებას მე თუ თქვენ. ხოლო რაც შეეხება ქ-ნ ირმას და მის წერილს,რომელსაც წითელ ხაზად გასდევს ნაწყენობის კვალი ჩემდაუნებურად კეთილი საქმე გავუკეთე,უფრო მიაქცევენ ყურადღებას და მრჩეველთა საბჭოშიც იქნებ გამოენახოს ადგილი. ხოლო ბ-ნ ბექაურს ვთხოვ ხშირად გაიხსენოს ქართული ანდაზა ,,არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი,,. ჩემი კეთილი რჩევა კი ის იქნება,რომ გადავდოთ პირადი ამბიციები და ერთად დავდგეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, გაზაფხულს მოჰყავს ერთიც და ათასიც.

კოლხიდელი
No comments:
Post a Comment