December 2, 2011

,,მამათა და შვილთა,, ბრძოლა ტელეკომპანია ,,მაესტროს,, დაპატრონებაში


    მართალია არც ეროსი კიწმარიშვილია გრიგოლ ორბელიანი და არც მამუკა ღლონტი ილია ჭავჭავაძე, მაგრამ  ბრძოლა მთელი ძალით გაშალეს ,,მაესტროს,, დაპატრონებაზე.  სიტუაცია ,,მაესტროს,, გარშემო მთელი ამხელა აჟიოტაჟით სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.
  მივყვეთ ფაქტებს თანმიმდევრულად..... 

თავისთვის მაუწყებლობდა  ,,მაესტრო,, ჰქონდა გადაცემა კამერა, რომელიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, არც მაყურებელი ჰყავდა ბევრი და არც მამუკა ღლონტის კლიპები იზიდავდა დიდად ვინმეს. გავიდა ხანი და ,,მაესტროს,,  მართვის კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი გახდა. არავის ადვოკატად დადგომას არ ვაპირებ, მაგრამ 2009 წლამდე არსებული უღიმღამო ტელევიზია და თან ვალებში ჩაძირული, ეროსი კიწმარიშვილის მიზიდული ფულით ფეხზე დადგა.მიწვეულ ჟურნალისტებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება დაენიშნათ. ჩვეულებრივ მოკვდავთ კი, მომსახურე პერსონალს, რომ ეძახიან  ისევ თვიდან თვემდე ბრძოლა უხდებოდა ვალების აღებასა და გადახდას შორის, მათი ხელფასის გათვალისწინებით. რისთვის სჭირდებოდა ეროსი კიწმარიშვილს  ამხელა თანხების მიზიდვა, 4,5 მილიონი ინვენსტიცია, ხუმრობა საქმე არ არის, ნუთუ მარტო იმისთვის,რომ ,,მაესტრო,, აეღორძინებინა და მერე მამუკა ღლონტისთვის უსასყიდლოდ დაეთმო.მოკლედ ეროსი კიწმარიშვილმა მამუკა ღლონტი ქონების ქურდობაში დაადანაშაულა და ყოფილ ,,მეგობარს მარგინალი უწოდა. თანაც არ გამორიცხა ივანიშვილისა და გოგელიას ფაქტორი დიდი ფულის შეთავაზებაში.
  ისევ ივანიშვილის სახელმა წამოიწია წინა პლანზე,პირwელის განცხადებით, რომელსაც ყოველთვის საქმეში  ჩახედული ანონიმური წყარო ჰყავს, ბიძინა ივანიშვილი  ,,მაესტროში,, 10 მილონზე მეტს არ გადაიხდისო. უცებ ამოატივტივეს აქამდე დავიწყებული ოქრუაშვილის პიროვნებაც, რომელიც პირWელის ინფორმაციით 4,5 მილიონიანი ინვესტიციის შემომტანია  და ამ ბრძოლაში კიწმარიშვილის გვერდით, დაბლოკილ მის მიერ მაესტროს ტერიტორიაზე, არა ჟურნალისტები, არამედ ოქრუაშვილის პარტიის წევრები არიან.
  ეხლა პატივი ვცეთ და უყურადღებოდ  არ დავტოვოთ მამუკა ღლონტის პოზიცია, მისი განცხადებით ტელეკომპანია ,,მაესტრო,, მაუწყებლობას რადიო,, მაესტროს,, ოფისიდან განაგრძობს, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიის მესამე კორპუსშია განლაგებული. მამუკა ღლონტის  განცხადებით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და დავა სასამართლოში გაგრძელდება. ხოლო რაც შეეხება მისი შენობის დატოვებას ორდღიანი ბლოკირების შემდეგ; საქმე იმაში  მდგომარეობს,  რომ მზადდებოდა პროვოკაცია, რომელიც სავარაუდოდ ცემა-ტყეპით დამთავრდებოდა და რომელიც ტელეფონზე ანონიმურად შეატყობინეს. ნუთუ ამდენი საათიანი ბლოკირებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, შედეგი სასამართლო მივიღეთ. ისმის კითხვა რა ვერ გაიყვეს ერთმანეთს შორის, ან რა ფულზე დაობენ ეს სიმართლის მოყვარული დამფუძნებლები ან ვის ფულს ეცილებიან ერთმანეთს ტელეკომპანია  ,,მაესტროსთვის,,  თავდადებული გმირები.  რისთვის იმართება ამხელა ცირკი, მართლა ფულისათვის, თუ უბრალოდ ყურადღების გადასატანად, რომ გადაფარონ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბება და გაატარონ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა  ,,ქართული ოცნების,  პრეზენტაცია.   

კოლხიდელი

No comments:

Post a Comment