გახსოვთ ალბათ "ნაციონალური" ხელისუფლების მიერ დიდი ზარ-ზეიმით და "სატელევიზოდ დაკავებული" რუსი ჯაშუშები და ამას მოყოლილი სკანდალი, ურთიერთობის დაძაბვა რუსეთთან. რატომღაც, იგივე წარმატებით, არ გაუგია ქართულ საზოგადოებას თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის,
ევროპის ცალკეული ქვეყნების, აშშ-ის და ა.შ. აგენტების დაკავება-დაპატიმრება. შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ ლოგიკურია კითხვა - თუ მეგობარია მაშინ რატომ ჰყავს ჯაშუში შენს ქვეყანაში? მოდით დიდად რომ არ მივედ-მოვედოთ და მივკიბ-მოვკიბოთ, რეალურად ვთქვათ - ჯაშუშების ინსტიტუტი ანუ დაზვერვის სამსახურის საქმიანობა, ნებისმიერი თავმოყვარე და ამბიციური ქვეყნისთვის აუცილებელია. არა მხოლოდ ამბიციური ქვეყნისთვის არამედ ქვეყნისთვის, რომელსაც სახელმწიფოებრიობაზე აქვს პრეტენზია. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამის უფლებას - ანუ დაზვერვის სამსახურის ყოლის უფლებას, აძლევენ საკუთარ თავს მსოფლიოს ყველაზე მშვიდი - სკანდინავიის ქვეყნები, ოდნავ გონიერება თუ გაქვს სახელმწიფო მოღვაწეს, ხელისუფალს, რომელიც საქართველოს მართავ, ამ სამსახურის გაძლიერებაზე, ზოგადად ინსტიტუტის ჩამოყალებებაზე როგორ არ უნდა ზრუნავდე?
უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ დიახ, საქართველოში არის დაზვერვის სამსახური, მაგრამ ის არის ძირითადად "აპარატჩიკებისა" და ანალიტიკოსების დონეზე. უშუალოდ მზვერავების კონტინგენტი კი სასაცილოდ მინიმალურია. არაფერს ვამბობ გადმობირებულ პირებზე, რომელთა გარეშეც "სასარგებლო ინფორმაციის" მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, აბა რას აკეთებენ ჩვენი საელჩოები და მისი თანამშრომლები უცხო ქვეყნებში, ამაში მაინც გამოდგნენ სამშობლოსო. მაგრამ ეს ნამდვილად არაპროფესიონალური განცხადება იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის "რაპორტები", რომლებსაც საელჩოს თანამშრომლები "სამშობლოში" აგზავნიან ჰა-ჰა, ოდესმე, ვიკილიქსისთვის გახდეს ერთსაათიანი პოპულარობის მიზეზი.
მზვერავის მომზადებას წლები სჭირდება, ისევე როგორც მის ჩანერგვასა და "გარემოში" ადაპტაციას.
ახლა კიდევ ერთხელ, ძალიან პრაგმატულად წარმოვიდგინოთ ჩვენი რეგიონი, ვითარება რუსეთთან ურთიერთობაში, სხვა მეზობლები და დავსვათ კითხვა: საიდან იღებს სახელმწიფო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური ქმედებებისა და მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ?
ჯერ კიდევ 1957 წელს აშშ-ში ბრიგადის გენერლის ვაშინგტონ პლეტის მიერ გამოცემულ წიგნში " სტრატეგული დაზვერვის საინფორმაციო სამუშაო" საუბარია დაზვერვის იმ მიმართულებაზე, რომელსაც საინფორმაციოს უწოდებენ. თავად გამოცდილი მზვერავი - იმედია ქართველი მკითხველისთვის ცოტას მაინც ნიშნავს ბრიგადის გენერლის ჩინი, დეტალურად აღწერს ინფორმაციის სტრატეგიულობას. ამავე დროს, დაზვერვა არ გულისხმობს მხოლოდ საინფორმაციო სტრატეგიას, ის მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მიმართულებებს, გნებავთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივერსიებს, შეთქმულებებსაც, შანტაჟსაც, პროვოკაციასაც და ასე შემდეგ. დაზვერვის ამ ელემენტარული საფუძვლების გააზრებითაც ხომ წარმოუდგენელია, რომ საელჩოს რომელიმე თანამშრომელი იყოს სრულყოფილი მზვერავი, მით უფრო მაშინ, რომ ჩვენი დიპლომატი გოგო-ბიჭები უცხო ქვეყნებში მეტწილად იქაური გარემოთი და საკუთარი კომფორტიოთ ტკბებიან და სავალდებულო პატაკებს ცალკეულ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ მედია ამონარიდებიდან წერენ და "ცენტრს"უგზანიან.
მართალია ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება პარლამენტის საქმე არ ყოფილა და საკანონდებლო ორგანომ მხოლოდ კანონები უნდა აკონვეიროს, მაგრამ დასავლეთისკენ ზურგშექცვით მდგარ თანამდროვე პოლიტიკოსებს ვკითხვ: "ვინ ახორციელებს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ფინანსირების ზრდას? ვინ ითხოვს ამ სამსახურსგან შედეგებს, ვინ უწყობს საკომიტეტო მოსმენებს?". ამჩემფეხება ქართველ პოლიტიკსებს უნდა ახსოვდეთ, რომ მხოლოდ ფოტოკამერების წინ პოზიორობა დაყენებული ხმებით და თითისა თუ ყურის, ან მკერდის აქსესუარების, ძვირფასი ლითონებისა თუ ქვების დემონსტრირება ნამდვილად ვერ იქნება უსაფრთხოებისთვის ზრუნვის მაგალითი. ზოგადად, ადამიანს და პოლიტიკოსსაც იმდენი ეკითხება, რამდენსაც თავად იკითხავს და დაინტერესდება.
კიდევ ერთი მაგალითი ბატონ ზაქარიას და პარალამენტის სხვა წევრებს. ისრაელი, რომელიც უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, მილიონებს ხარჯავს საკუთარი დაზვერვის სამსახურსთვის, რომელსაც ცნობისთვის "მოსადი" (დაზვერვისა და სპეციალური ამოცანების სამსახური) ქვია.
ისრაელის სახელმწიფომ და ნებისმიერმა ხელისუფლებამ კოჰაბიტირებულმა თუ არაკოჰაბიტირებულმა, მემარჯვენემ, ცენტრისტულმა, მემარცხენემ იცის, რომ "მოსადმა" - ისრაელის დაზვერვამ ქვეყნის მოქალაქების უსაფრთხოების გარანტის როლი უნდა შეასრულოს. უსაფრთხოებისო, ბატონო უმრავლესობის ერთ-ერთო ლიდერო. იმ უმრავლესობის, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია. ანუ საქართველოს მოქალქეების, რომლებმაც დაგიქირავათ. ეს პრინციპი რა ისრაელში, რა ამერიკაში და რა საქართველოში ერთი და იგივეა.
უფრო გასაგებიც რომ იყოს, აქვე ვიტყვი რას უზრუნველყოფს დაზვერვა:
• უცხოეთში საინდუმლო ინფორმაცის შეგროვება
• ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის აღკვეთა
• უცხოეთში განსაკუთრებული საიდუმლო და პოლიტიკური კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება
• სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ოპერატიული დაzვერვითი ინფორმაციoს მოპოვება
• და სხვა (ჩამონათვალის საკმაოდ ვრცელია)
• უცხოეთში საინდუმლო ინფორმაცის შეგროვება
• ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის აღკვეთა
• უცხოეთში განსაკუთრებული საიდუმლო და პოლიტიკური კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება
• სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ოპერატიული დაzვერვითი ინფორმაციoს მოპოვება
• და სხვა (ჩამონათვალის საკმაოდ ვრცელია)
არის კიდევ ერთი პრიციპი, დაზვერვის შეფები ქვეყნებში პოლიტიკური სიპატიების მიხედვით არ ინიშნებიან.
საქართველოს დაზვერვის სამსახურს კანონით განსაზღვრული აქვს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ სფეროებში, ეწევა საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახლა კითხვა, როგორ ასრულებს ამ ფუნქციას ეს სამსახური იმ პირობებში, როდესაც მისი დაფინასება ზემოთ ნახსენები "აპარატჩიკებისა" და ანალიტიკოსების შრომის ანაზღაურებას ძლივს ყოფნის?
მზვერავებს, ხომ მინიმუმ საცხოვრებელი, კვება, გადაადგილება, ოჯახის რჩენა და სხვა - საქმისთვის აუცილებელი კომფორტი ესჭიროებათ? ერთი მზვევარვის ადამიანურ შენახვას თვეში მინიმუმ 10 დან 20 ათასი აშშ დოლარი სჭირდება. არაფერს ვამბობ სარეზერვო თანხებზე, რომელიც ნებისმიერ "ზორგესა" თუ "მატა ჰარს" უნდა ქონდეს. ქართულ სინამდვილეში მხოლოდ "აგენტის" შვიდი კლასიფიკაცია არსებობს (აგენტი -საიდუმლო თანამშრომელი, აგენტი - დამდგენი, აგენტი- გადამყვანი (მეგზური), აგენტი - დეზინფორმატორი, აგენტი - გადმომბირებელი, აგენტი -დამმუშავებელი, აგენტი - მეკავშირე). არსებობსო ვთქვი და რეალობა ისაა, რომ ეს უფრო ქაღალდზე წერია. ანუ, ასე უნდა იყოს, მაგრამ სადაა? ქვეყანაში სადაც აგენტი სალანძღავი სიტყვაა, ვინ მოისურვებს იყოს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი და ქვეყანას ემსახუროს პირნათლად? მით უფრო, რომ ეს ადამიანები პოლიტიკოსების ბეცი განცხადებით დაუცველები არიან და არ აქვთ იმის გარანტია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება არ აუფრიალებს ცხვირწინ საკუთარ აგენტობას, ან სულაც ურთიერთობის დალაგება-დათბობის ფარგლებში არ გადასცემს მათზე ინფორმაციას სხვა ქვეყანას?
ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რომ აგენტს სჭირდება აღზრდა, სწავლება (სხვადასხვა რამაა განსაკუთრებით პოლიტიკოსების გასაგონად ვამბობ), განსასაზღვრია აგენტის ტაქტიკა, აუცილებელია აგენტის შემოწმება, განსახორციელებელია შუალობითი ჩანერგვა, ჩანერგვა (ესეც სხვადასხვა რამაა) და ასე შემდეგ. არაფერს ვამბობს აგენტურულ ქსელზე, კავშირებზე, მონაცემებზე, შეტყობინებებზე და მრავალ საქმეზე, რომელიც უნდა შესრულდეს. შესრულდეს ქვეყნის, სახელმწიფოს და მისი მოქალაქების უსაფრთხოებისთვის.
2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება შეადგენდა 74 152 ლარს. ხელფასის სახით გაცემული თანხა - 682666,11 ლარს, (თვეში საშუალოდ 227 555,34 ლარი, დაახლოებით 123 აშშ დოლარი). გაცემული პრემიები და თანამდებობრივი სარგოები ამ პერიოდისთვის შეადგენს 93531,8 ლარს. მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ უსაფრთხოებაზე დაზვერვის მიმართულებით. რამდენ თანამშრომელსა და აგენტს ეყოფა ამ სამსახურის სახელფასო ფონდი? 2012 და 2013 წელს მონაცემები მნიშვნელოვნად არაა შეცვლილი. მით უფრო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უწყებისთვის არც კი შეძენილა ახალი ავტომაქანები, არ გამოცვლილა აპარატურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
კითხვა: აქვს კი ფუფუნება ჩვენს ქვეყანას იმისა, რომ ეს მიმართულება არ გააძლიეროს? აქვს იმის უფლება, რომ არ იცოდეს, თუნდაც ვლადიკავკასში რა ხდება და ამას რუსული საინფორმაციო საშუელებებიდან იგებდეს? აქვს სიზმარა ზაქარიას ხილვებზე დამოკიდებულების უფლება, რომელიც "იმიჯისთვის" პარტიებს გენდერული ბალანსის გაზრდისთვის ჩემი და თქვენი გადასახადებით გამოკვება-უზრუნველყოფას ჰპირდება და უსაფრთხოება მხოლოდ უსაფრთხო სექსი ჰგონია? არაფერს ვამბობ ყოფილ ხელისუფლებაზე, რომელიც ორ კონცერტში იმაზე მეტს ხარჯავდა ვიდრე საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ბიუჯეტია?
მაქსიმალურად ვეცადე თემის დელიკატურობიდან გამომდინარე ბევრ ფაქტზე არ გამემახვილებინა ყურადღება. არც იმაზე ვაბობ არაფერს, როგორი ძლიერი აგენტურა ყავს ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე უახლოეს მეზობელსა, კეთილისმსურველს თუ უშაუალო მტერს. არც ნიშნის მოგებაზეა საუბარი. წასული (მიმავალი) და ახლანდელი ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს პრობლემის გააზრებასა თუ კრიტიკის მტკივნეულად აღქმაში და მეეჭვება, რომ ამ სკითხზე რეალურად დაფიქრდნენ. მაგრამ....
ქვეყნას დაზვერვა სჭირდება. ძლიერი დაზვერვა და თუ ჩემი არ გჯერათ მხოლოდ ფეხი კი არ უნდა დაადგათ დავით აღმაშენებლის საფლავს, იქნებ ყურიც დაადოთ და ისეთი რამ მოისმინოთ, რომელიც ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და გადარჩენაზე რეალურად გაფიქრებინებთ.
გოჩა მირცხულავა
"ჯი-ეიჩ-ენი"
No comments:
Post a Comment