December 25, 2013

„ხადური ფულს ტუალეტის ფაფუკ ქაღალდზე უფრო ხარჯავს, ვიდრე უსახლკარო ადამიანებზე”

„ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ხელისუფლებისგან მოითხოვს ახსნას, რატომ უნდა შეეძინა სახელმწიფო ხარჯით ასეთი ძვირადღირებული ნივთები? გიორგი გუგავას განცხადებით მთავრობას სოციალური პრობლემა არ მოუგვარებია, სამუშაო ადგილები მცირდება და ძალიან ბევრი დარღვევები უფიქსირდება.

December 24, 2013

ბიძინა ივანიშვილი - რუსეთთან "ბორჯომისა" და ღვინის გამო შერიგებას არ ვაპირებთ

საქართველო მზად არის დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს რუსეთთან, თუმცა ეს ჯერ შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა. 
"ჯერჯერობით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულად რჩებიან. ამ ტერიტორიების გამოყოფა რუსეთის დახმარებით მოხდა. ახლა კი, ჩემი აზრით, ეს თვითონ რუსეთს უქმნის საფრთხეს. იმედი მაქვს, რუსეთში ამას მიხვდებიან. თუ ვერ მიხვდებიან, ძველებური მეგობრული ურთიერთობების აღდგენა პრობლემატური იქნება. "ბორჯომისა" და ღვინის გამო შერიგებას არ ვაპირებთ. ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტერიტორიები კი არ არის, ეს არის

"არსად წავალ, თვალს არ მოვხუჭავ" - ბიძინა ივანიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში აღარასდროს დაბრუნდება. ამის შესახებ მან ჟურნალ Forbes-ის რუსულ ვერსიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სულ ერთი თვე გავიდა. ცოტა გამოძინება მოვასწარი. მაშინ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ახლა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშავებ. ამჟამად ვფიქრობ, როგორ დავეხმარო. მე დავდე პირობა, რომ აქტიურად ჩავერთვები სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში, ვასწავლი ხალხს ხელისუფლების კონტროლს, კრიტიკას და ა.შ.", - აცხადებს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკაში აღარასდროს დავბრუნდები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა. 
კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ აღარასოდეს დაბრუნდება პოლიტიკაში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამაში დარწმუნებულია. 
"დიახ, დარწმუნებული ვარ. მე პირობა დავდე. გარანტიას ვიძლევი, რომ მთავრობა, რომელიც მე დავტოვე, ნამდვილად ააშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და არასოდეს გახდება კორუფციული", - განაცხადა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას დეკემბრის ბოლოს ელის

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ Forbes-ის რუსულ გამოცემას მისცა.

"მე დავდე პირობა და გარანტიას ვიძლევი, რომ ხელისუფლება, რომელიც დავტოვე, ააშენებს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანას და არასოდეს იქნება კორუფციული", - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

ივანიშვილი მისი მოქალაქეობის თემასაც შეეხო.

"ახლაც საფრანგეთის მოქალაქე ვარ, თუმცა იმედი მაქვს რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობას დეკემბრის ბოლოს აღმიდგენენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ნინო ცაბოლოვი 

„პირWელი“

September 16, 2013

"ხალხი აღშფოთებულია და რაც მთავარია, უკვე ბრაზდება"

"საქმე ის არის, რომ ივანიშვილს მართლაც არა აქვს ინფორმაცია და ხშირად სპეციალურადაც უმალავენ"

"ნაციონალურ მოძრაობაში" თანდათან მძლავრობს რევანშის აღების სურვილი"

"ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კოალიციაში ბევრს გაუხარდება"

"ზედიზედ სამი ცრუ შეტყობინება არ იყო შემთხვევითი"


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თქვენი მონა-მორჩილი ხშირად წერდა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ისე გროვდება, როგორც ორთქლი ქვაბში და "აფეთქებამდე" დიდი დრო არ არის დარჩენილი. საბედნიეროდ, არჩევნების შედეგმა "აფეთქებას" გადაგვარჩინა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ ორთქლმა ქვაბში დაგროვება კვლავ დაიწყო. მიზეზი ბევრია - დაპირებები ნელი ტემპით ან საერთოდ არ სრულდება, მთავრობას ორგანიზებულობა აშკარად აკლია, ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული და ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საზოგადოებაში მომავლის შიშს აჩენს. თუმცა უკმაყოფილების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკვე ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებაა. არადა, ფაქტია, რომ კანონიერება თითქმის ყველა სფეროშია აღსადგენი. 

ილია მეორე - ბატონი ბიძინა ოპტიმისტია და ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს

ბატონი ბიძინა ოპტიმისტია და ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობისას მასთან საუბრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს მოჰყავს ისეთი არგუმენტები, რითაც სხვებსაც აჯერებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 
"ღმერთმა ინებოს, ყველაფერი კარგად იყოს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. არ შეიძლება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო დაეცეს. არ შეიძლება მტერმა სძლიოს მას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ღვთის ერი უნდა ვიყოთ და მუდამ გამარჯვებული ვიქნებით. ბატონი ბიძინა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რა იქნება მომავალში,

September 10, 2013

ივანიშვილი „ბელადების ეპოქას“ ამთავრებს!..

ბოლო თვეში სტალინის თემის წარსულიდან ამოქექვამ და მისი ძეგლების კვარცხლბეკებზე თვითნებური დაბრუნების შემთხვევების გახშირებამ ნათლად გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის ცოცხალ მეხსიერებაში საბჭოეთის პერიოდმა ღრმად ჩაბეჭდა ბელადის ხატება, რომელიც მასისთვის არის არა იმდენად მტერთან საბრძოლველად, ან საკუთარი ცხოვრების უკეთესად თვითორგანიზებისათვის არჩეული წინამძღოლი, რამდენადაც  „მამა“, რომელსაც ერი საკუთარ ყოფასა და მომავალზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს, თავად კი კაპრიზებიანი ბავშვის პოზას იკავებს.

September 9, 2013

„დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე“ სამოქალაქო საზოგადოების ანატომია

საოცარი ხალხი ვართ ქართველები, ყველაფერს უცხოურს ისე მივუდგებით,  რომ ბოლოს ჩოხა-ახალუხივით მოვირგებთ. “დემოკრატობანა“ გნებავთ? - ა, ბატონო! გაიხედეთ ირგვლივ, კონკურსებია გამოცხადებული. უკონკურსოდ ვინ აგიყვანს სამსახურში? მაგრამ, აბა სცადე და ჩაიხედე მათ სამზარეულოებში, რასაც, როგორც წესი, არცერთი სამთავრობო სტრუქტურა არ აკეთებს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი. როგორ, რა კრიტერიუმებით ხდება კონკურსანტთა შერჩევა, რამდენად დაცულნი არიან ისინი ვოლუნტარიზმისაგან, ვქმნით კი ქვეყანაში რეალურად  კონკურენტურანიან გარემოს? რამდენად დაინტერესებულები ვართ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში მოვიდეს ძლიერი, გონიერი, საქმის მკეთებელი ხალხი. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ვის ვუტოვებთ ასპარეზს, ვისი, ან რისი იმედი უნდა გვქონდეს?

დიტო გელოვანი: ის, რაც არ უნდა ხდებოდეს

მხრებში მოხრილმა მოხუცმა კაცმა, რომელმაც გვერდით ჩაგვიარა, ნაბიჯი შეანელა, იატაკზე დადგა ნახშირის ცარიელი ვედრო და თუთუნი შემოგვთავაზა. ყველამ, გარდა სტეპკოსი, რომელსაც ფიზიკურად არ შეეძლო მუქთზე თავის შეკავება, უარი ვუთხარით. ვიდრე სტეპკო სამსუნის თუთუნს არაჩვეულებრივი სისქის სიგარეტად გაახვევდა, მოხუცმა გვითხრა, რომ ჩვენ სტამბულში გვაგზავნიდნენ, იქიდან კი ან საფრანგეთში, ანდა ბრაზილიაში, როგორც პოლიტიკურ ემიგრანტებს.

(ოთარ ჩიჯავაძე, „თვითმკვლელები“)

"ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას"

ესტონეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაზაფხულზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა ტექნოლოგიების ცენტრში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ამის საშუალება ნამდვილად არის. ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მეგობარ ქვეყნებად მოიხსნიება, რომელიც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერს. თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში", - განაცხადა პრემიერმა.

August 27, 2013

დიტო გელოვანი: მთაწმინდა აღშფოთებულა

ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - „ვერსია“

ესენი ერთად საშინელი სანახავია: შავი ჭირი, მტრის ურდოები, ხანძარი, მიწისძვრები, ქარიშხლები და ქარბორბალები, ნაირგვარი ცხოველების, ფრინველების, თევზების შემოსევები, ავარიები ელექტროსადგურებზე, აფეთქებები ახლომდებარე სამხედრო ბაზებზე, წყალსადენის მოწამვლა, დივერსიები, ნაგვის ეპიდემიები და ასეთი რამეები. ყოველ ამათგანს საუკუნის შესაბამისად აკლდება ან ემატება ძალა. შეგიძლია ყველა ეს უბედურება, პანდორას უჯრა თუ რაღაც ჯანდაბაა, საერთოდ გამორთო და მშვიდობიან ცხოვრებას მიაწვე, მაგრამ მაშინ ნამდვილი ცხოვრება, ანუ ნამდვილი თამაში, აღარ გამოვა. თანაც, ამას კი გამორთავ, მაგრამ შენს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს რაღას უზამ?

(აკა მორჩილაძე, „ვეშაპი მადათოვზე“)

August 22, 2013

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემა გამოაქვეყნა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასჯელაღსრულების დაწესებულებების "კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა" გამოაქვეყნა. 
"ნაციონალების" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. "რეზბალნიცას" ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს. 
"ნაციონალების" სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე "ხალვა", ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი. 

თამაზ ელიზბარაშვილი - მზად ვარ ივანიშვილს პირადად მოვუყვე, როგორ ავიწროვებს მისი ხელისუფლება ბიზნეს

მზად ვარ ივანიშვილს პირადად მოვუყვე, როგორ ავიწროვებს მისი ხელისუფლება ბიზნესს, - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა გააკეთა.
"ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, თუ კი მისი ხელისუფლებიდან ვინმე გაბედავდა ბიზნესის შევიწროვებას ის მზად იყო ასეთ ფაქტებზე თვითონ მოეხდინა რეაგირება. მე მზად ვარ პირადად შევხვდე მას და მოვუყვე, როგორ ავიწროვებენ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესს", - აცხადებს ელიზბარაშვილი და სხვა ბიზნესმენებს საჯარო განცხადების კეთებისკენ მოუწოდებს.

TIMER.GE


არ უნდათ მარგველაშვილის გამარჯვება - აქცია "ოცნების" ოფისთან

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პარტიის რუსთავში მცხოვრებმა წევრებმა აქცია გამართეს.


როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, რუსთავის შტაბის უფროსად ნინო ბურჯანაძის ნათესავი დაინიშნა. ისინი პასუხს დავით საგანელიძეს სთხოვენ.

"რატომ ნიშნავს დავით საგანელიძე შტაბის უფროსებად ასეთ ოდიოზურ ფიგურებს? გაგვცეს პასუხი. მიმაჩნია, რომ ეს არის საბოტაჟი ოცნების წინააღმდეგ. არ უნდათ მარგველაშვილის გამარჯვება, აბა როგორ შეიძლება ბურჯანაძის ახლო ნათესავი დანიშნო შტაბის უფროსად", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

August 15, 2013

კოაბიტაციის დამთავრება - „პოსლეზე“

ინფორმაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგებში მასობრივი გადასვლის შესახებ ირინა იმერლიშვილმა უარყო და განაცხადა, რომ „ოცნება“ მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა. 310-სა (250 წევრი კახეთის რაიონებიდან და 60 მხოლოდ ლანჩხუთიდან) და ორს შორის სხვაობა საგრძნობია, მაგრამ ციფრებზე აპელირება, პრინციპში, სულაც არ არის აუცილებელი. 

„ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების ფორმირება ყველგან რომ დიდი გაუგებრობებითა და ექსცესებით მიმდინარეობს, ეს ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებიდანაც ნათლად ჩანს. კიდევ უფრო მძაფრია პროცესი ადგილებზე და ეს თუნდაც ნოქალაქევში მარგველაშვილის წარდგენის დღესაც დადასტურდა.

August 14, 2013

„პრემიერ-მინისტრს საკუთარი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ღალატობს“

„თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობაში და ყველა სამინისტროში ბევრი მედროვე და შემთხვევითი ხალხია. კიდევ უარესი, რომ უამრავი ტყავშებრუნებული „ნაცისტია“. როგორც ჩიქოვანი facebook-ს საკუთარ გვერდზე წერს:

„პრემიერ-მინისტრს საკუთარი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ღალატობს. დასანანია, რომ ბატონი ბიძინა აშკარად ვერ ხედავს რეალურ სურათს. ამაში დამნაშავეა მისი გარემოცვა, რამდენიმე კაცი, რომლებსაც, რატომღაც, ბატონი ბიძინა თვალდახუჭული ენდობა. სინამდვილეში, მას ღალატობენ. მეტი რა არის ღალატი, თუ არა რეალური სურათის დაფარვა, საკუთარი ინტერესების ლობირება, თანამდებობებზე ისეთი ხალხის მოყვანა, რომლებსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ და რომლებიც ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე.