December 5, 2011

ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ადვილია


  ორთვიანი დუმილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომელსაც ბრიტანული გამოცემა ,,ეკონომისტი,, აქვეყნებს  ,,ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა,
ფორმას არ დაგვაკარგვინებს,,     პრეზიდენტის ამ განცხადებამ ეტყობა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.,,ფორმაში,, ჩადგომა არც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2,, დააყოვნა და თანმიმდევრობით დაიწყო ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის თითოეული განცხადებისა თუ წერილის მიკროსკოპული განხილვა. ამ ორი თვის განმავლობაში, რაც ბ-ნ ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა,მათი განცხადებით, ხან პოლიტიკურ სპექტრს ხლეჩდა შუაში, ხან კი საზოგადოების პოლარიზაციას ისახავდა მიზნად.
  ჯერ მოგახსენებთ პოლიტიკურ სპექტრზე, მე მგონი ,,რუსთავი 2,,  ჟურნალისტებს ავიწყდებათ, რომ ჩვენც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ყურშიც კარგად გვესმის და არც თვალისჩინს ვემდურით, რაღაც არ მახსოვს ერთადმდგომი და საქართველოს კეთილდღეობისათვის ხმაშეხმატკბილებულად მომქმედი პოლიტიკური პარტიები. პიროვნება, რომელიც გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე სრული უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, რომელ პოლიტიკურ  ჯგუფთან სურს თანამშრომლობა და რომელთან არა. პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებულმა საქართველოს მოსახლეობამ ბ-ნ ბიძინას განცხადების გარეშეც მშვენივრად იცის ვინ ფსევდო ოპოზიციონერია და ვინ მართლა იბრძვის ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ესე, რომ თქვენი განაცხადი, პოლიტიკური სპექტრის ორ ნაწილად გაყოფის შესახებ აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება, ეს თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ, მაგრამ რას ვიზამთ დაკვეთა დაკვეთაა და მას ,,პირნათლად,, შესრულება უნდა.
  ადამიანი, რომელიც თავს  ოპოზიციონერად  თვლის, არ გამოვა და ისეთ ამაზრზენ განცხადებას არ გააკეთებს, რაც ბ-ნ გიორგი თარგამაძის ბაგეთაგან მოვისმინეთ. თბილისი ძალიან პატარა ქალაქია გიორგი, აქ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მე პირადად მეცოდება ბ-ნ პრეზიდენტი...ვის გვერდითაც დადექი არავის გასთენებია ტკბილი დღე, ბატონმა ასლან აბაშიძემ რუსეთს შეაფარა თავი, ხოლო ბ-ნ ბადრი პატარკაციშვილი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, მიწაში წევს. რაც შეეხება საზოგადოების პოლარიზაციის საკითხს, რომელიც როგორც დანაშაული ისე წარმოსახეთ, თითოეული მოქალაქე უნდა გაერკვეს, გაანალიზოს ვის მხარეზე სურს დგომა და საკუთარ გადაწყვეტილებაში მყარად უნდა იყოს დარწმუნებული. რაც შეეხება პრეს კონფერენციას, მართალი ბრძანდებით, საზოგადოება დიდხანს მსჯელობდა იქ ატეხილ აურ-ზაურზე, რომელიც თქვენმა კოლეგებმა მოაწყვეს და რბილად რომ ვთქვა თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს, პატივი არც საკუთარ თავს და არც სხვა ჟურნალისტებს სცეს. აშკარად გამოჩნდა ძალისხმევა პრეს კონფერენციის ჩაშლისა, რომელიც დიდი მცდელობის მიუხედავად არ გამოუვიდათ.
  რაც შეეხება ტელეკომპანია ,,მაესტროს,, თქვენ აღნიშნეთ, რომ დროებითი ზავი ბ-ნ ბიძინას განცხადებამ დაარღვია, ვერ დაგეთანხმებით, ტელეკომპანია ,,მაესტროს,, ყოფილ მართველთა სულმოკლეობა და ფულისადმი სიყვარული ბ-ნ ივანიშვილის დანაშაული არ არის. თქვენ აცხადებთ, რომ ბ-ნ ბიძინა აშკარად რუსეთის ინტერესებს ლობირებს, საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეულ ადამიანს მალე ,,რუსეთისა და კრემლის აგენტად,, გამოაცხადებთ, ესეც არავის გაუკვირდება ამ ქვეყანაში ,,რუსეთის აგენტობა,, უფრო დადებით ემოციებს იწვევს მოსახლეობაში, ვიდრე უარყოფითს, ესეც ამ მთავრობის დამსახურებაა. თითქმის ნახევარი საქართველო ,,რუსეთის აგენტად,, არის შერაცხული.    ბ-ნ ბიძინა გარკვევით აღნიშნავს- ,,ხელისუფლებში მოსვლის შემთხვევაში არ ვაპირებ, ყოველდღიურად ვუკიჟინო აშშ-სა და ევრო კავშირს დაუყონებლივ გააძევოს რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან  და ამით პრობლემების მოგვარებაზე მუშაობის ილუზია შევუქმნა ჩემ  ხალხს,,  ადამიანმა გარკვევით თქვა არ მსურს ილუზიური განცხადებების კეთება და ხალხის მოტყუება, სად ხედავთ აქ რუსეთის ლობირებაში დაინტერესებულ პიროვნებას. და ბოლოს სამარცხვინოა ქაოსის ინსპერატორი უწოდო ბ-ნ ბიძინას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთი მილიარდი დოლარი გაიღო თავისი ქვეყისთვის. ამ ქველმოქმედების დიდი ნაწილი კი, ხელისუფლებამ თავისად წარმოაჩინა და წითელი ბაფთები ჭრა. ქაოსის ინსპირირება ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს, ამღვრეულ წყალში,ხომ ბევრად ადვილია თევზის დაჭერა.

კოლხიდელი

No comments:

Post a Comment