December 2, 2011

ღია წერილი ირმა ინაშვილს


საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი,თქვენი ღია წერილის არსით.მივაქციოთ უფრო დიდი ყურადღება პროფესიონალიზმს და არა ჩასაფრებული ადამიანის პოპულისტურ განცხადებებს. და დროა ჟურნალისტები
შეეშვან კარგად დაგეგმილ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას.უკეთესია ვემსახუროთ საქართველოს კეთილდღეობას და არა კეთილგანწყობილის სახელით ადამიანის ტალახში ამოსვრას, როგორც ამას ,,კეთილგანწყობილი ,,მედია-კავშირის,, ობიექტივის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი აკეთებს. არ შეიძლება ყოველთვის ყველაფერში ცუდის დანახვა და ეჭვის შეტანა.ადამიანი თავისი საქმ ეებით ფასდება, სად იყო აქამდე თქვენი ღია წერილები ბ-ნ ბიძინას ქველმოქმედების შესახებ, სად იყავით აქამდე, როცა ეს ადამიანი უანგაროდ ემსახურებოდა თავის ქვეყანას. მართალია ღირსება არ იყიდება, ოღონდ ეს ტერმინი დავიწყებული იყო წლების განმავლობაში. ეხლა გაგახსენდათ ,,მეცხრე არხის,,  ჟურნალისტები? რაღაც აქამდე არ მახსოვს ამ საკითხზე დაწერილი წერილები. რითი განსხვავდება თქვენი  ,,გულწრფელი,, წერილი გია თორთლაძის თავდასხმისაგან. მე პირადა დიდ კავშირს ვხედავ ამ ორ წერილს შორის, ოღონდ ერთი მეგობრობის და სიკეთის აპელირებით არის დაწერილი, ხოლო მეორე ,,შეშლილ ფსიქიკურად დაავადებულ,, ადამიანზე საუბრით. მეგობარი შეცდომებს ყოველთვის პატიობს, რა თქვენ არ გჯეროდათ ,,ვარდების რევოლუციის,, თუ ეხლა გახდით მართალ პოზიციებზე მდგარი მოქალაქე. სულ რამდენიმე დღე დარჩა ,,ქართული ოცნების,, პრეზენტაციამდე კარგი დრო აირჩიეთ ,,სიმართლის,, სათქმელად. აბა როგორ მივიქციოთ ხელისუფლების ყურადება, თუ არა ესეთი წერილებით. აფერუმ კეთილად განწყობილო ჭეშმარიტების გზაზე მდგარო მეგობარო. ბ-ნ ბიძინა გამოეხმაურა ,,მაესტროს,, ჟურნალისტებს და აქაც ცუდი დაინახეთ და ავადხსენებული ,,მეცხრე არხი,, გაიხსენეთ.იმის მაგივრად რომ ყურადღება გაგემახვილებინათ იმ ბრალდებაზე, რაც თორთლაძემ აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ ივანიშვილის გაუაზრებელ თემებზე საუბრით ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დიდი კრახის გადასაფარავად მიმდინარეობსო. მართალია შეიძლება ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი მიეკედლოს ბ-ნ ბიძინას, მაგრამ ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო,, და ეს დარჩენილი ქვიშა ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის იბრძოლებს.  


კოლხიდელი



No comments:

Post a Comment