"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პარტიის რუსთავში მცხოვრებმა წევრებმა აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, რუსთავის შტაბის უფროსად ნინო ბურჯანაძის ნათესავი დაინიშნა. ისინი პასუხს დავით საგანელიძეს სთხოვენ.
"რატომ ნიშნავს დავით საგანელიძე შტაბის უფროსებად ასეთ ოდიოზურ ფიგურებს? გაგვცეს პასუხი. მიმაჩნია, რომ ეს არის საბოტაჟი ოცნების წინააღმდეგ. არ უნდათ მარგველაშვილის გამარჯვება, აბა როგორ შეიძლება ბურჯანაძის ახლო ნათესავი დანიშნო შტაბის უფროსად", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მათივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს ისინი გვერდში ედგნენ პარტიას, მაგრამ ახლა იმედგაცრუებულნი არიან.
newposts.ge
No comments:
Post a Comment