თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, კვირას 11
დეკემბერს 15 საათზე, გაიმართება საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების,,
პრეზენტაცია.
,,ქართული ოცნების,, პრეზენტაციამდე მისასვლელი გზა
ია-ვარდით არ იყო მოფენილი. განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში
საინფორმაციო ქარიშხალი დაატყდა საქართველოს მოსახლეობას.საქართველოს პრეზიდენტი
და ქვეყნის ხელისუფლება ყველა ძალას ხმარობს და განუწყვეტლივ, თანმიმდევრობით
ცდილობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი გარდატეხა და მოძრაობა
,,ქართული ოცნების,, დაფუძნება გააუფერულოს და გადაფაროს სხვადასხვა მოვლენებით.
ჯერ ყველაფერი ტელეკომპანია ,,მაესტროს,, დახურვით,
ეროსი კიწმარიშვილის და მამუკა ღლონტის პაექრობით დაიწყო, ამას
დამფუძვნებელთა და მათი ადვოკატის ჩართვა მოჰყვა, ურთიერთ
ბრალდებებისა და მომქანცველი დისკუსიების შემდეგ, სიტუაცია შეძლებისდაგვარად
განიმუხტა. შემდგომ საჭირო შეიქმნა სხვა თემის წამოწევა წინა პლანზე და არ
დააყოვნა პრეზიდენტის ინიციატივამ, ახალი ქალაქის
აშენებისა, სახელად ლაზიკა, რომლის
ტერიტორიაზე 10 წლის შემდეგ 500000 მოქალაქე იცხოვრებს, ხოლო
ამ წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით მუშა-ხელი დასაქმდება და ეს იმ დროს, როცა
დედაქალაქის ცენტრში ათასობით შენობა სერიოზულად დაზიანებულია და რკინის
უზარმაზარი ბჯენებით არის გამაგრებული. პრეზიდენტის
იდეის გამყარება არ დააყოვნეს უმრავლესობის წევრებმა და უტოპიურ ქალაქ ლაზიკას, ქართველების
ახდენილი ოცნება უწოდეს, ხოლო ,,ქართულ ოცნება,, რომელსაც
სრულიად საქართველო იმედის თვალით შესცქერის "გაზპრომის" ოცნებასთან გააიგიავეს.
საინტერესოა რატომ ძლებს დღემდე რეჟიმი,რომელიც
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან მალე გახდა არაპოპულარული.იქნებ თითოეულმა
ჩვენთაგანმა თავის
თავში მოძებნოს ამაზე პასუხი.
ყველამ ვიცით,რომ დღეისათვის ქართულ პოლიტიკაში
მიმდინარეობს მეორე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც
ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის გარშემო იქმნება. ხელისუფლება საკმაოდ ორგანიზებულად, გააზრებულად
და აგრესიულად მუშაობს. წამოვიდა წერილების წვიმა სათაურებით ,,პროექტი
ბიძინა ივანიშვილი გარდაიცვალა,, სადაც
გარკვევით და მკაფიოდ აღნიშნულია, რომ
ივანიშვილმა ახალი და რევოლუციური ვერაფერი შესთავაზა ნოვაციის მოლოდინში მყოფ
საზოგადოებას წერილის ავტორის თქმით აჟიოტაჟისა და ხელოვნურად შექმნილი
შარავანდედის შემოცლის შემდეგ, საზოგადოებას
ახლო მომავალში ოპოზიციის სრული უპერსპექტივობის ნაცნობი განცდა დარჩება, ხოლო
presa.ge ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლის
მიხედვითაც, რამდენიმე დღის წინ, ნინო
ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილს შორის საიდუმლო შეხვედრა შედგა. ქალბატონმა
ნინომ წარუდგინა ხელისუფლების შეცვლის გეგმა, ხოლო
თავის მხრივ, ბატონმა ბიძინამ ქ-ნ ნინოს მოსკოვში წასვლა და კრემლის დირექტორებთან
კონსულტაციების გამართვა შესთავაზა, რაზეც
მყისიერი თანხმობა მიიღო და ოლიგარქის ახალი ელჩი მოსკოვში უახლოესს მომავალში
გაემგზავრება. წერილების შემდგომ IRI-ის კვლევები გამოქვეყნდა, რომლის
თანახმად ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის ნდობის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია,ხოლო
,,ნაციონალურ მოძრაობას,, 42% უჭერს მხარს. ასპარეზზე გოკა გაბაშვილიც გამოჩნდა, რომელმაც
განაცხადა, რომ IRI-ის კვლევების დღევანდელი შედეგები დიდად არ
განსხვავდება წინა შედეგებისაგან და ,,ნაციონალური მოძრაობა,, კვლავ ლიდერობს.
ყველაფერი ეს იმის მიმანიშნებელია, რომ
ხელისუფლებამ ბ-ნ ივანიშვილის გამოჩენით
პოლიტიკურ ასპარეზზე, მიღებული შოკი დაძლია და ეხლა თვითონ აპირებს
თავდასხმებს. მიუხედავად ამ ძლიერი პროპაგანდისტული მანქანისა,
ბ-ნ ივანიშვილის მიმართ, ქართული საზოგადოების კოლოსალური ინტერესი არ ცხრება, პირიქით
იზრდება, რაც ხელისუფლების გეგმებში ნამდვილად არ ჯდება და
ბ-ნ ბიძინა ყელში გაჩხერილი ძვალივით ჰყავს სახელისუფლებო გუნდს.
ჩემი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა წერილმა,რომელიც
ყოფილი პროკურორის ლავრენტი ჯანაშიას ოჯახში ორი კვირის წინ შევარდნილი
ნიღბოსნებისა და მათ მიერ ოჯახის უფროსის ცემის ფაქტს აღწერს. წერილის ავტორი
გვარწმუნებს, რომ ამ ინციდენტს ბანალური ყაჩაღობის რანგში ვერ
განიხილავს, რადგანაც ლავრენტი ჯანაშია, თბილისის
საკრებულოს წევრის, ნაციონალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ჯანაშიას
მამაა, ხოლო გიორგი ზურაბ ადეიშვილის უახლოესი გარემოცვის
წევრია. წერილის ავტორის, ქეთი ხომერიკის, ინფორმაციით სწორედ
ამ ლავრენტი ჯანაშიას პირით შეუთვალა ივანიშვილს, რომ
დაეხმარებოდა სასამართლოს მოგებაში და მოქალაქეობის აღდგენაში, ხოლო
ყოვლისმცოდნე მერაბიშვილმა გამაფრთხილებელი მესიჯი გაუგზავნა ადეიშვილს.
წერილი იმაზე მეტყველებს, რომ
სახელისუფლებო გუნდში დიდი რყევებია და მალე ბზარები კი არა ნაპრალები იჩენს თავს.
წერილი ზუსტად რამდენიმე დღით უსწრებს ,,ქართული ოცნების,, პრეზენტაციას და
მოსალოდნელია იდუმალებით მოცულ, ოდიოზურ
მინისტრს ჩვენი "დახმარება" დასჭირდეს. სურპრიზი კი, როგორც
არ უნდა მოინდომონ ვერ გადაფარავს პრეზენტაციას, უბრალოდ
საზოგადოება იტყვის...
,,ის გაფრინდა, მაგრამ დაგვპირდა...დავბრუნდებიო,,.
,,ის გაფრინდა, მაგრამ დაგვპირდა...დავბრუნდებიო,,.
კოლხიდელი
airia monasteri,magram male gazapxuli mova.
ReplyDeleteacirac ar unda ilaparakon da aketon saakashvilma bokeriam gabashvilma da mistanebma sazogadoebashi mxolod zizgsa da gagizianebas icvevs da gamoicvevs momavalshic. nutu vegar xvdeba es degenerati rom kamerebis cin poziorobit da imedis da rustavi-2is eterit xalxs vegar abolebs da vegarc merabishvilit da misi kudi sodit ashinebs. xalxi shimshilit ixoceba da eseni kidev iset reitingebs aqvekneben titqos evropashi kvelaze mzardi ekonomika gvaqvso. tu tavianti ojaxebis ekonomikur zrdas gulisxmoben martlac katastropuli siscrapit izrdeba mati sabanko angarishebi albat da tanac iseti tavxedebi arian rom xalxs dascinian da araprad agdeben. es ra jishis da rjulis xalxia ver gavige da momkalit.
ReplyDeletelazika :) zmebi grinebis somxuri interpretacia :))
ReplyDeleteსააკაშვილი უნდა დაასაფლაო იმ ლაზიკაში, გაუკეთო მემორიალური დაფა და უნდა დააწერო: ამ იდიოტს ეგონა, რომ აქ 500 000იან ქალაქს ააშენებდა 10 წელიწადში. და ალბათ იმ ტყეში მობინადრე ციყვები და ტურები ძალიან იხალისებენ მაგ ფაქტზე:))) მაიამი, კანკუნი, მონტე კარლო, ნიცა და ლაზიკა :))))
ReplyDeleteისე გოკა გაბაშვილის კომენტარების კადრები უნდა შეკრიბო და ერთი დიდი პრეზერვატივის რეკლამა გააკეთო. მაშინ კი ის დარჩენილი უმცირესობაც, რომელიც არ იყენებს ამ საშუალებას, მ მიხვდება მისი მოხმარების აუცილებლობას :)))
ReplyDelete