"ჩვენ ვაპირებთ, გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ამის საშუალება ნამდვილად არის. ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მეგობარ ქვეყნებად მოიხსნიება, რომელიც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერს. თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში", - განაცხადა პრემიერმა.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეწვია. ცენტრში ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
ასევე ივანიშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ურმას პაეტის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
No comments:
Post a Comment