June 21, 2013

"დემოკრატიული მოძრაობა" "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

"დემოკრატიული მოძრაობა" დენაციფიკაციის პროცესის დაწყებისა და "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


"შეძრწუნებული ვარ იმ ინფორმაციით, რაც მივიღეთ გუშინდელი შეხვედრიდან. კამათი იმის შესახებ, არის თუ არა სისტემური დანაშაული ის, რაც ვიდეო-ფირებზეა ასახული. საზოგადოების შეურაცხყოფა და შეცდომაში შეყვანაა. არაერთგზის ვნახეთ ამის მაგალითები და მოქალაქეებმა ხშირ შემთხვევაში თავის თავზე იწვნიეს ის ქმედებები, რაც ამ დანაშაულის სისტემურ ხასიათს ახასიათებს. ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს დანაშაულებრივ ორგანიზაცვიას და ეს ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს. დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის. მხოლოდ უნდა გასამართლდნენ არა მარტო ისინი, ვინც ასრულებდნენ დავალებებს, არამედ ისინიც, ვინც იყვნენ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები, ორგანიზატორები, იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნეს ამ სისტემას და ვინც ხელმძღვანელობდა მას. დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად დანაშაულის კვალი მივა მიხეილ სააკაშვილმადე და მის უახლოეს გარემოცვამდე. "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს, ვისაც მცდელობა აქვს, რომ როგორმე გაამართლონ ან ერთეულ შემთხვევებს დააბრალონ ის, რაც ხდებოდა, როგორც მინიმუმ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა. "დემოკრატიული მოძრაობა" მოითხოვს ახალი ხელისუფლებისგან, ბოლომდე მივიდეს გამოძიების პროცესი და დამნაშავეები დაისაჯონ, დასრულდეს დანაშაულთან კოჰაბიტაცია და დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის რეალური პროცესი. ეს მარტო ჩვენი კი არა, მთელი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ მოვითხოვთ დენაციფიკაკაციის, მაშასადამე, "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების პროცესის დაწყებას", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამ მიზნით  პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.


ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

No comments:

Post a Comment