ვიცე-პრემიერი კახი კალაძე არ გამორიცხავს, რომ შსს-ს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეო-ფირებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
ამის შესახებ კალაძემ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რამდენად მიზანშეწონილი იყო სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეო-ფირების დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩვენება.
"ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ვიდეოების ჩვენება დიპლომატიური კორპუსისთვისაც. მათ ნამდვილად უნდა გაიგონ და დარწმუნდნენ, თუ რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა. მე მაქვს ნანახი, საშინელებაა ნამდვილად. არ ვიცი, ადამიანმა რატომ უნდა იკადრო ასეთი რამ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო. ეს ყველაფერი მასობრივად ხდებოდა, რათა ხალხი დაეშინებინათ, გაენადგურებინათ მორალურად და მიეღოთ, რაც მათ სჭირდებოდათ", - განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, უბრალო შემსრულებლიდან დაწყებული იდეოლოგების ჩათვლით.
"ვგულისხმობ სააკაშვილსაც და იმ პირებსაც, ვინც ამ სისტემის იდეოლოგები გახლდნენ. მე არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. თუ გახსოვთ, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ემიჯნებოდა, როდესაც საუბარი იყო ამა თუ იმ დანაშაულებებზე. ისინი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ერთი გუნდი იყვნენ და პასუხისმგებლობა მათაც უნდა გადაინაწილონ,"- განაცხადა კალაძემ.
ნათია რუხაძე
No comments:
Post a Comment