საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "პოლიტიკაში მოსვლით მან თავი გასწირა, რადგან მისი განადგურების საფრთხე იყო".
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"თუ იქნება, ოდნავი განცდა არასტაბილურობის, ან შეკითხვა საზოგადოებისა, ან გუნდის მხრიდან, რომ ჩემმა წასვლამ შეიძლება, რაიმე გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, არსადაც არ წავალ. მე როდესაც პოლიტიკაში მოვედი, პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე, რადგან ჩემი განადგურების საფრთხე იყო და თქვენ კარგად იცით, როდის და სად მოვედი. როგორ ფიქრობთ, დალაგებულ საზოგადოებას დავტოვებ და ვინმეს დასანგრევად მივცემ? დესტაბილიზაციის უფლებას არავის მივცემთ, გუნდსაც ძლიერს დავტოვებ და მეც ადგილზე ვიქნები ყოველთვის და უფრო რთულ ადგილზე გადავალ და არა ის, რომ გავიიოლო ჩემი ცხოვრება. ეს არ მოხდება და ტყუილად აქვს ვინმეს ამის ილუზია", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "არაპროგნოზირებადი ვინც იყო და არის ჩვენს ისტორიაში, ხალხს კარგად მოგეხსენება".
დავით ჯალაღონია
No comments:
Post a Comment