June 23, 2013

"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას ჩემი დახმარება აღარ დასჭირდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას მისი დახმარება აღარ დასჭირდება".

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იქნება და მთავრობას ჩემი დახმარება აღარ დასჭირდება. უფრო საჭირო და საჭირბოროტო იქნება საზოგადოების განვითარება და ჩემი გადასვლა და გააქტიურება საზოგადოებაში მოახერხებს იმას, რომ გაჩნდეს საწყისი მუხტი, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც ქვეყნის სტრატეგია და განვითარება უნდა განსაზღვროს. აი, იქ ვიქნები მე თავდაუზოგავი და ვიმოღვაწევებ, სანამ საჭირო ვიქნები. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი წასვლა ნიშნავს, რომ იოლი ადგილიდან გადავიდე უფრო რთულზე. მე მთავრობაში ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს დავტოვებ და მხოლოდ ამის შემდგომ, მე გადავალ და საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები და საზოგადოებასთან ერთად შევეცდები, რომ რაც შეიძლება მალე, ჩვენ ევროპული ტიპის საზოგადიება მივიღოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკადან წავა.

დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment