საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "ნიუ-იორკ თაიმსის" საქციელს ამორალურს უწოდებს.
როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სარედაქციო წერილის კომენტირებისას განაცხადა, მას აღარ უკვირს საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული სხვადასხვა გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაფუძნებული სტატიები.
"მე მინდა, გაოცება, აღშფოთება გამოვთქვა იმის თაობაზე, თუ ისეთი გავლენიანი გაზეთები როგორებიც არიან - "ნიუ-იორკ თაიმსი", "ვაშინგტონ პოსტი" და სხვა, რატომ ავრცელებენ გადაუმოწმებელ და შეუმოწმებელ ინფორმაციებს ამა თუ იმ ქვეყანაზე. მე ვიყავი ნიუ-იორკში, როდესაც გავიგე ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი. მეორე დღეს "ნიუ-იორკ თაიმსში" სრულიად აღმაშფოთებელი სტატია გამოქვეყნდა იმის თაობაზე, ვითომდა როგორ უყურებენ ავღანელები ჩვენს ჯარისკაცებს. ეს იყო აღმაშფოთებელი, ამორალური საქციელი სტატიის ავტორების მხრიდან. როდესაც მთელი ქვეყანა 7 ახალგაზრდის დაღუპვას გლოვობს, სრულიად წარმოუდგენელია ასეთი სტატიის გამოქვეყნება. ასევე საეჭვოა ის წყაროები, რომელთაც ისინი იშველებენ. რომც არსებობდეს ასეთი ერთეული წყარო, საყოველთაო გლოვის დღეს მსგავი შინაარსის მასალი გამოქვეყნება ამორალურია. საზღვარგარეთ ქართველი ჯარისკაცების მე მხოლოდ ქება მსმენია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ მიკვირს, სხვადასხვა მედია-საშუალებებში გამოქვეყნებული გადაუმოწმებელი ინფორმაციები და დასაშვებად მიმაჩნია, მათ მიკერძოებელი წყაროებიდან ჰქონდეთ ეს თუ ის ინფორმაცია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment