შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, ის ბევრს ეხვეწებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს ბაჩო ახალიას, რომ ციხის ბუნტის დროს პატიმრებისთვის არ ესროლათ.
ამის შესახებ თევდორაძემ გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვის - "თქვენ მაინც გგონიათ, რომ პატიმრების წამება 2008 წლიდან დაიწყო და მანამდე მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია?", - საპასუხოდ განაცხადა.
"რატომღაც ასე მგონია, შეიძლება, ვცდები კიდეც, მაგრამ შეგიძლიათ, დაელაპარაკოთ შალვა რამიშვილს. მე მასთან ხშირად დავდიოდი, ის აუცილებლად მეტყოდა, ის ყოველთვის მიყვებოდა, თუ რომელიმე პატიმარს პრობლემა ჰქონდა და მთხოვდა, დავხმარებოდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, აუცილებლად მეტყოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ციხეში გაუფრთხილებლად შევდიოდი და მსგავსი ფაქტის მომსწრე არ ვარ. პატიმრები ყვებოდნენ მუქარის შესახებ, მაგრამ არასოდეს უთქვამთ მსგავს რამეზე. მერაბიშვილსაც და ახალაიასაც ვაფრთხილებდი, რომ ეს დრო დადგებოდა. ახლა ძალიან კარგია, რომ მერაბიშვილი ამბობს, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ეს განცხადება ამას წინათ წავიკითხე. ჰოდა, ძალიან კარგი, თუ თავის თავზე იღებს პასუხიმგებლობას. ბაჩოსაც რამდენს ვეხვეწებოდი ციხის ბუნტის დროს, არ ესროლოთ პატიმრებს-თქო, მაგრამ არ მომისმინეს", - განაცხადა თევდორაძემ.
მისივე თქმით, გასროლის ბრძანება არა ახალაიამ, არამედ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გასცა.
"არ ვიცი, ბოკერია მოვიდა და სროლა მერე დაიწყო", - აღნიშნა თევდორაძემ.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment