June 26, 2013

"გიგა ბოკერიამ მითხრა, რომ ციხეებში პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გაზრდილიყო"

შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, მას უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უთხრა, რომ ციხეებში პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გაზრდილიყო.

ამის შესახებ თევდორაძემ გაზეთ "საქართველო და მსფოლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


"თორმეტი წელი ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქვეყანაში 7 ათასზე მეტი პატიმარი არ გვყოლია, ამ ახალგაზრდების მოსვლის შემდეგ კი პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა. ერთხელ ბოკერიასთან შევედი და ვუთხარი: რა ხდება? რატომ იზრდება ასე დაკავებულთა რიცხვი-მეთქი? თან, არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდა მთავრობას. გიგა ბოკერიას პასუხი ასეთი იყო: ჩვენ პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გავზარდოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მოგვცემენ ფულს, რათა ციხეები ავაშენოთ. მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო", - განაცხადა თევდორაძემ.

ინგა მურუსიძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment