შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა უთხრა, რომ არ მოისვენებდა, ვიდრე 200 კაცს არ ჩააწვენდა მიწაში.
ამის შესახებ თევდორაძემ გაზეთ "საქართველო და მსფოლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მინდა, მოგიყვეთ ერთი შემთხვევა: პირველი სამი ახალგაზრდა დიღომში რომ დახვრიტეს, ალბათ, გახსოვთ ეს ამბავი. ჩემთან მოვიდნენ თვითმხილველები და მათ მითხრეს, რომ სამივე ახალგაზრდა დაჩოქილი ეხვეწებოდა პოლიციას, არ გვესროლოთ, დაგვაპატიმრეთო, მაგრამ მათ მაინც დახვრიტეს. მე რა თქმა უნდა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, მერაბიშვილთან მაშინვე მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, რომ ეს ამბავი არ დაიმალებოდა, მერაბიშვილმა მიპასუხა: სანამ ასეთ 200 კაცს არ ჩავაწვენ მიწაში და თქვენც არ მიგაყოლებთ, არ მოვისვენებო. ეს იყო 2005 წელი, მას შემდეგ მოხდა გირგვლიანის ამბავი და კიდევ ბევრი დანაშაული. ნინო ბურჯანაძე სულ მაფრთხილებდა და მეუბნებოდა, ფრთხილად იყავით, თქვენ შვილი გყავთ, შვილიშვილები გყავთო", - განაცხადე თევდორაძემ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარ მათიას იორშს პირად საუბრებში სულ ეუბნებოდა, რომ მერაბიშვილისთვის ხელი არ უნდა დაეფარებინა.
თევდორაძე პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მის ხელისუფლებაში სადისტები შეიპარნენ.
"რა თქმა უნდა, ეს არის სისტემური დანაშაული. ყველა უნდა დაისაჯოს", - აღნიშნა თევდორაძემ.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment