June 20, 2013

პროფესიულ სასწავლებლებში ახალი სასწავლო წლიდან სწავლა უფასო იქნება

სახელმწიფოს მიერ დაარსებულ პროფესიულ სასწავლებლებში ახალი სასწავლო წლიდან სწავლა უფასო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ქობულეთში პროფესიულ კოლეჯში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა. 

მინისტრმა განათლების სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა, მათ შორის პროფესიული განათლების დაფინანსების რეგისტრაციის, ასევე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალ მოდელზე. კოლეჯში "ახალი ტალღა", სადაც დღეს მარგველაშვილი იმყოფებოდა, 600–ზე მეტი სტუიდენტი სწავლობს. კოლეჯი წელს დაარსებიდან 50 წლის იუბილეს ზეიმობს. 
"პროფესიული განათლება სახელმწიფოს მიერ დააარსებულ კოლეჯებში სექტემბრიდან უფასო იქნება. უფასო იმ ადამიანებისთვის, ვინც გადალახავენ ბარიერს. ეს არის სიახლე, რომელიც ძალიან მოეწონათ ქობულეთელებს, ამ კოლეჯში და იმედი მაქვს, რომ სხვებიც აქტიურად ჩაერთვებიან ამ სიახლის განხორციელებაში",– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

TIMER.GE

No comments:

Post a Comment