საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "თალიბების" სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეორგოლები Wi-Fi-თ არის ატვირთული. აღნიშნულის შესახებ სესიაშვილმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში ისაუბრა:
"ის ვინც ეს ჩაიდინა კარგად ერკვეოდა ტექნიკურ საკითხებში, მაგალითად, როგორ შეიძლებოდა გართულებულიყო მისი პოვნა. მაშინ როდესაც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა Wi-Fi, რომელსაც ერთი აიპი მისამართი არ აქვს და ქუჩაშიც კი შეიძლება ის გამოიყენოთ. ეს ვიდეო იყო Wi-Fi -ით ატვირთული, რომელიც იყო ღია, ხელმისაწვდომი. შესაბამისად მთელი რიგი პროცედურებია გასატარებელი. ძალიან ბევრია სამუშაო. რა თქმა უნდა, არის მთელი საშუალებები, რომ დააფიქსირო, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული სპეციალისტები. ამიტომ შინაგან სამქეთა სამინისტრომ არ დააყოვნა და ჩართო მთელი რიგი სპეციალისტები", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოკლიპები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ კლიპებს წააგავს.
ის, რომ ეს არის თალიბების გაკეთებული ამის ეჭვები თითქმის გამორიცხულია. ჩემთვის ეს "ნაციონალური მოძრაობის" კლიპს წაგავდა, მიშა ყველგან იყო გმირი, მსხვერპლს წარმოადგენდა და გამოყვანილი იყო, როგორც გმირი", - განაცხადა სესიაშვილმა.
No comments:
Post a Comment