June 23, 2013

გია ვოლსკი: ჟურნალისტმა პრემიერის სიტყვების გარკვეული ინტერპრეტაცია მოახდინა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ესტონურმა გამოცემამ პრემიერ-მინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება მოახდინა. ვოლსკის განმარტებით, პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, რომ "არც ადამიანი და არც ჯგუფი სამთავრობო სტრუქტურებს ან სავარძლებს არ უნდა ებღაუჭებოდეს" და ქვეყნის ინტერესებისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისთვის  სამთავრობო სტრუქტურებისა და კონკრეტული პიროვნებების ცვლა უკეთესი იქნება. 


"ვფიქრობ, ინტერვიუს მიცემის დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამ პრინციპზე საუბრობდა და საერთოდ დღევანდელი ვითარების ახასიათებდა, ჟურნალისტმა გარკვეული ინტერპრეტაცია მოახდინა. თორემ გამორიცხულია, რომ ახლა, ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრს ასეთი რამ გადაწყვეტილი ჰქონდეს",  - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ესტონურ გამოცემა "პოსტ ტაიმთან" ისაუბრა. სტატის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი გადადგომას უახლოეს თვეებში გეგმავს. იგი ქართული პოლიტიკიდან წასვლას მას შემდეგ აპირებს, რაც ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. 

TIMER.GE

No comments:

Post a Comment