საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, "პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური დაჯგუფების მოცილება იყო და ეს პროცესი ოქტომბერში დასრულდება".
საგანელიძე ივანიშვილის მიერ ესტონურ გამოცემასთან "Postimees" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკიდან წავა.
"როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, მან განაცხადა, რომ მისი ყველაზე მთავარი ამოცანაა, ხელისუფლებიდან მოაცილოს ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნების დროს და დაიწყო ახლა იმედია, წელს, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასრულდება. ბატონი ბიძინა ალბათ, თვლის, რომ ამით მან თავისი ვალი ქვეყნის წინაშე მოიხადა და მართლაც, ეს კრიმინალური დაჯგუფება ბოლომდე იქნება მოცილებული", - განაცხადა საგანელიძემ.
დავით ჯალაღონია
No comments:
Post a Comment