August 11, 2013

მეუფე იაკობი - ის რაც საძაგელია ღვთისთვის, საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვისაც

ის რაც საძაგელია ღვთისთვის, საძაგელი უნდა იყოს ადამიანისთვისაც, - ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა. მისი განცხადებით, ქართველი კაცი არ შეიძლება უზნეობას შეეგუოს. "ძალიან ბევრი მოეთხოვება ადამიანს და არ შეიძლება ის უზნეობას შეეგუოს, როცა უზნეოდ ცხოვრობ უღმერთოდ ხარ ადამიანი და ღმერთის არ ხარ, როდესაც გარყვნილებაში და გარყვნილობის ჭაობში ცხოვრობ არ ხარ ღმერთის,

August 8, 2013

რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა.

5-დღიან საომარ მოქმედებებს 413 ადამიანის სიცოცხლე შეეწია, მათ შორის 166 - სამხედრო, 16 - პოლიციელი, 220 - სამოქალაქო პირი, 2 234 დაიჭრა, 26 000  ადამიანი კი დევნილად იქცა.

August 7, 2013

"ჯერ ამ კითხვებზე პასუხს დაველოდოთ"

ვფიქრობ რომ ყველა მოქალაქის ლეგიტიმური უფლებაა საჯაროდ დასვას ის კითხვები რაც მათ აწუხებთ .ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დავსვა კითხვათაგან ის მცირერიცხოვანი ჩამონათვალი, რომელიც ამ ბოლო ხანს დამიგროვდა და რომელზე პასუხიც ვფიქრობ აუცილებელია. შესაძლოა ამის გამო გაოცნებებული ნაციონალების (დღეს სწორედ ოცნებაში გადაბარგებული ყოფილი ზონდერნაციონალები გამოირჩევიან აგრესიულობით) რისხვა დავიმსახურო, მაგრამ ეს სრულიად არ მაღელვებს და ამიტომ დავსვამ რამდენიმე შეკითხვას,რომელზე პასუხიც აუცილებლად გასაცემია.

August 6, 2013

"პროექტ "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის" ავტორი მაკკეინია"

"აშშ-ში ვიზიტისას კბილაშვილმა  წარადგინა დამამტკიცებელი საბუთები, რომ ჟვანიას მკვლელობაში უშუალოდ სააკაშვილია დამნაშავე"

"კონდოლიზა რაისი შესაძლოა საქართველოს მთავრობის მრჩეველი გახდეს"


შოკის მომგვრელი იყო, რომ სააკაშვილის განცხადება, FBI-ს წარმომადგენლები მონიტორებზე აკვირდებოდნენ 26 მაისს აქციის დაშლას და სპეცრაზმის მოქმედება დადებითად შეაფასესო, თითქმის დაემთხვა მთავარი პროკურორის აშშ-ში ვიზიტს და FBI-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას (ითქვა, რომ კბილაშვილი FBI-ს ჟვანიას მკვლელობის საქმეზე ესაუბრა). ამ დამთხვევაში ლოგიკურ ჯაჭვს ხედავს ექსპერტიმამუკა არეშიძე: 

ექსკლუზივი: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ურეკი, საქართველო — ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრუკმა ურეკის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ მინისტრს ინტერვიუ ჩამოართვა.  ქართველმა ლიდერმა არსებული გამოწვევები მიმოიხილა.

ბიძინა ივანიშვილი: მე ვფიქრობ, რომ [რუსეთთან ურთიერთობაში] რაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში მივაღწიეთ, და აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოება შეიძლება.

მიტჩელი – აშშ-ს რეპუტაცია შეილახა, რადგან დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მხარს ვუჭერდით არა დემოკრატიას, არამედ - სააკაშვილს

"აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსები დაბალია; დაუშვებელია იმის მტკიცება, რომ შანსი საერთოდ არ არსებობს, თუმცა ის არც ისე დიდია და შესაძლოა იმაზე მცირეც კი, ვიდრე ექვსი წლის წინ იყო", - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის კათედრის დოცენტმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში, ლინკოლნ მიტჩელმა "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურთან მიცემულ ინტერვიუში. 
მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ომმა სააკაშვილის რეპუტაცია დასავლეთში უფრო შელახა, ვიდრე სამშობლოში. 

August 5, 2013

„ზურას თავი და ტანი ჰქონდა გაკერილი“

ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოჩნდა, რომლებიც გამოძიებამ უკვე დაადგინა. მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიების დინამიკა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. იმის გამჟღავნება თუ რაში გამოიხატება პროგრესი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არჩილ კბილაშვილს მიზანშეუწონალად მიაჩნია.

„მესმის, რომ ამ თემის ირგვლივ უზარმაზარი ინტერესი არსებობს. დაგვიჯერეთ, რომ არანაკლები სურვილი გვაქვს ჩვენ, რომ ეს საქმე დროულად იქნას გახსნილი და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რაღაცაში შევცდეთ. პროგრესი, რომლის შესახებაც არაერთხელ მითქვამს, სახეზეა, ჩვენ ახლოს ვართ იმ რეალობასთან, როდესაც შეგვეძლება დავადგინოთ, რასთან გვქონდა საქმე და ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება. გამორიცხული ამ ეტაპზე არაფერი არ არის. შეიძლება, შემოდგომისთვის გვქონდეს მეტი სინათლე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ მინდა, ეს ისე იქნას გაგებული, რომ აუცილებლად ასე იქნება“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილმა.

July 31, 2013

რომ არა პირველი ოქტომბერი...

„ჯერ-ჯერობით, თავისუფლად დადის და სიმყრალეს აფრქვევს. ან შსს-მ და გარემოს დაცვის სამინისტრომ შექმნან ერთობლივი კომისია, თუ არა და, ალტერნატიული კომისია უკვე შექმნილია და მისი უმოქმედობა მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურებაა. ალალად ვიტყვი - ამ ადამიანს ძეგლი უნდა დავუდგათ ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, რომლებზე ნადირობის სეზონსაც უკვე დიდი ხნის წინ გახსნიდა ქართველი ხალხი, რომ არა ეს ადამიანი. „რომ არა პირველი ოქტომბერი... რომ არა პირველი ოქტომბერი... რომ არა პირველი ოქტომბერი“ - გაუთავებლად იმეორებს ვადაგასული. რომ არა ეს პირველი ოქტომბერი, ერთი ან ორი წლის შემდეგ აუცილებლად იქნებოდა სხვა პირველი ოქტომბერი, იქნებოდა სისხლით, და მაშინ შლოპანცები კი არ იდებოდა კვერცხებზე, არამედ კვერცხი იქნებოდა შლოპანცის ქვეშ“ - ასე დავასრულე წინა სვეტი და შლოპანცით გაჭყლეტილი კვერცხი წარმოვიდგინე. ეგეთი ერთი ჩაუშესკუ მყავს ნანახი, მაგრამ 1989 წელს ნანახ ჩაუშესკუს დახვრეტაზე უმალ 19 წლით ადრე წაკითხული ლევან „გმირთა ვარამი“ გამახსენდა - გაცოფებულმა კახელებმა ცხენქვეშ, წიხლქვეშ და ხმალქვეშ რომ გაიგდეს კონსტანტინე-მირზა.

როცა დუმილი ოქრო არ არის, ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა"?!

დუმილი ზოგჯერ ოქროა, ზოგჯერ თანხმობის ნიშანი, ხანდახან კი - მრავლისმეტყველი. საინტერესოა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან დუმილის რომელ კატეგორიასთან გვაქვს საქმე.

"მინდა გითხრათ, რომ 26 მაისს FBI-ს ჯგუფი იჯდა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი", - განაცხადა სააკაშვილმა 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

სააკაშვილის მიერ, „ოცნებისთვის“ ნასროლი თეთრი თათმანი „შავი“ გუნავასთვის

საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა. ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც დამნაშავედ ცნო ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.

თენგიზ გუნავა ნაციონალების მმართველობის პერიოდში სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხოლო შემდეგ შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით იყო ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული.

July 30, 2013

ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება

ურეკი – საქართველოს მილიარდერ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყნის მომავლისთვის „ოცნება“ აქვს, მაგრამ მისი ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიისთვის იგი საფრთხეს წარმოადგენს.

ივანიშვილთან ეს ინტერვიუ EUobserver-მა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ურეკში, მის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.

მან თქვა, რომ უნდა საქართველო „ტიპურ“ ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნეს ცენტრად გარდაქმნას ევროპასა და აზიას შორის.

პარლამენტი ბიძინა ივანიშილის „მკაცრ მითითებას“ დაემორჩილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დეპუტატებს მკაცრ მითითებას მისცემს, რადგან „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მათ პირველი მოსმენისას მიიღეს და ამით უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. საუბარია იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, რომელზეც აღსრულების ღონისძიება 6 თვით, ანუ 1-ელ თებერვლამდე უნდა შეჩერდეს. თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით უკმაყოფილონი არიან როგორც კერძო კომერციული სტრუქტურები და კერძო იპოთეკარები, ასევე, საკითხს მხარს არ უჭერს მთავრობა.

"თუ პარლამენტი ხალხის უსახლკაროდ დატოვებას არ შეაჩერებს, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ამ პრობლემას მარტივად გადავწყვეტთ"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტს მოუწოდებს, ხალხის უსახლკაროდ დატოვება და ქუჩაში გამოყრა არ დაუშვას.

ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "სააღსრულებლო წარმოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

July 27, 2013

ირაკლი შიხიაშვილი: 26 მაისს, ზუსტადაც სახელმწიფოზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი (2011 წლის სტენოგრამიდან)

მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის  2011 წლის 27 მაისს, საკრებულოს სხდომაზე ჩაწერილ სტენოგრამას აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, იგი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხოს.

"ბატონო ბიძინა!  სასწრაფოდ გარიცხეთ ეს

მოქმედი „ნაციონალი“ ყოფილმა „ნაციონალმა“ ჩაანაცვლა

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 24-ით ერთის წინააღმდეგ ხმა ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მისცეს. შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა გულიკო ზუმბაძე. მისი განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი შს სამინისტროს კადრია. საკრებულოს წევრებმა აირჩიეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეს პოსტი 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, გიორგი მუსხელიშვილმა დაიკავა.

პრემიერი - იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობის მხრიდან არ იყო განხილული, პარლამენტმა მთავრობის პოზიცია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მიიღო. ივანიშვილის შეფასებით, ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯია.

July 26, 2013

უპარტნიორო ხელისუფლება საზოგადოების შიშის იმედად

ქვეყანა რომ გაჩერებულია, ამას უკვე არათუ ოცნების გულანთებული აქტივისტები, არამედ თავად ოცნების ლიდერებიც ხვდებიან. პოლიტიკური ნების დეფიციტთან, პანიკურ შიშსა და არაპოფესიონალიზმთან ერთად, ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა პარტნორის არყოლაა. დიახ,