Showing posts with label 3. Show all posts
Showing posts with label 3. Show all posts

June 28, 2013

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (წერილი მესამე)

უფლისციხესთან  სისხლისფერი  ყაყაჩოს წვეთი / არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა / არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (მურმან ლებანიძე)

ეროვნული ღირებულებებისა  და  პრიორიტეტებისსისტემა

ფაქტია, რომ ეროვნული ორიენტირების ჩამოყალიბება ურთულესი საკითხია. მას ვერც მარტო მწერლები და ხელოვნების წარმომადგენლები გადაწყვეტენ, ვერც მეცნიერები და პოლიტიკოსები, ვერც ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები. საჭიროა საამისოდ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საჭიროა გაირკვეს თუ ტრადიციულად რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა და რისი დაცვა გვევალება ეს კი საზოგადოების წინაშე სამსჯავროდ გამოსატანი თემებია.

June 26, 2013

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (წერილი მეორე)

უფლისციხესთან  სისხლისფერი  ყაყაჩოს წვეთი / არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა / არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (მურმან ლებანიძე)

“იდეოლოგია“ თუ “დეიდეოლოგიზაცია“?

მართალია, ნიჭიერ, განსაკუთრებული ტალანტით დაჯილდოებულ ადამიანებს  ბუნება კი მრავლად ბადებს, მაგრამ ვინ უნდა დაინახოს და შეამჩნიოს ეს ხალხი, რათა მათი  უნარებიდან გამომდინარე ქვეყნისთვის საჭირო ფუნქცია - პალადინობა, (მცველობა) დააკისროს? ფეოდალური სახელმწიფო, რომლის ცხოვრების წესი ფავორიტიზმი და ნეპოტიზმია, მათ დანახვას შეუძლებელს ხდის,  დემოკრატიულ საზოგადოებას კი ამ მხრივ მრავალი შესაძლებლობა  გააჩნია.

June 12, 2013

არავითარი სხვა სამშობლო… (წერილი პირველი)

უფლისციხესთან  სისხლისფერი  ყაყაჩოს წვეთი არადაღვრილის, - დასაღვრელისალბათმაცნეა / არავითარისხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (მურმან ლებანიძე)

უკანასკნელ ხანს ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო იმატა ინტერესმა ეროვნული მრწამსის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების  პრობლემატიკისადმი. დროისგან ნაკარნახევი ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი.

თუ გავიხსენებთ ამ მხრივ არცთუ შორეული წარსულიდან ჩვენს გამოცდილებას, გვემახსოვრება, შევარდნაძის მმართველობის დროსაც, ამის თაობაზე მაშინაც ბევრს ვლაპარაკობდით, ხშირად ვმსჯელობდით პროვინციულ და ურაპატრიოტულ დონეზეც, მთავრობის სხდომაც კი მივუძღვენით, რათა ეროვნული იდეოლოგია სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ქცეულიყო.

June 11, 2013

"ჩვენთვის არავის მოუცია უფლება ადამიანთა ჩამოწერისა" "თვითონ ცოდვილს მრცხვენია სხვის ცოდვებზე საუბარი" "რამდენადაც ჩვიდმეტი მაისი ერთ წელიწადში ისევ დაგვიდგება"

წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრს თხოვნით მიმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთერთმა სამღვდელო პირმა, რომ მისი 17 მაისთან დაკავშირებული წერილი გამოგვექვეყნებინა, წერილში უბრალოდ და მგრძნობიარედ არის გადმოცემული პირადი აზრი და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ, ავტორის თხოვნით  მის ვინაობას ანონიმურად ვტოვებთ.
***