Showing posts with label უცხოეთი. Show all posts
Showing posts with label უცხოეთი. Show all posts

June 10, 2013

რა ხდება თურქეთში?

როგორ იქცა 100 კაცი 100 000-ად 

მღელვარება არ ცხრება თურქეთში, სადაც 100 000-ობით ადამიანმა ქუჩებს მიაშურა მთავრობის მიერ საკუთარი ხალხისადმი დამოკიდებულების გასაპროტესტებლად. არაოფიციალური ცნობებით, პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებებში 4 კაცი დაიღუპა, 230-ზე მეტი კი დაშავდა. პოლიცია მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებდა.
ყველაფერი კი 100-მდე თურქის მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო, რომლებიც ტაქსიმის რაიონში მდებარე "გეზი პარკის" ადგილზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრის გახსნის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პოლიციამ ისინი დაარბია, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. ხალხი ერთად დადგა - "გალათასარაისა" და "ბეშიქთაშის" ფანებიც კი... შთამბეჭდავი სანახაობა იყო "უსინათლოთა მარში" - ასობით უსინათლო ადამიანი ხელიხელჩაკიდებული, სიმღერით მოაბიჯებდა...

ერდოღანი: საპროტესტო აქციები დემონსტრანტებს ძვირად დაუჯდებათ

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მონაწილეები გააფრთხილა, რომ დემონსტრაციების საფასური საკმაოდ მაღალი იქნება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სტამბულის ცენტრში ტაკსიმის მოედანი ათი ათასზე მეტმა მანიფესტანტმა კიდევ ერთხელ შეავსო.