„ჩემი მოთმინება ამოუწურავი არაა. საპროტესტო აქციები რადიკალური ჯგუფების მხრიდან იმართება, რომელთა მიზანი ქვეყანაში ქაოსის დანერგვაა. ჩვენ არ მოვითმენთ პროვოკაციებსა და ძალადობას. ვერავინ გვაიძულებს, უარი ვთქვათ ჩვენი სამშობლოს ეკონომიკურ განვითარებაზე", - განაცხადა პრემიერმა. მანვე დემონსტრანტებს მძარცველები უწოდა, რომლებიც, მისივე თქმით, ცდილობენ ქვეყანა საბოლოოდ მოაქციონ ტერორის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ დემონტრაციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
„ჯი-ეიჩ-ენი“
No comments:
Post a Comment