July 5, 2013

გათავისუფლებულმა ბრალდებულებმა სასამართლოზე სკამის ფეხით გაუპატიურება აღიარეს

ბორჯომის ყოფილი გამგებლის მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესის გაუხმაურებელი დეტალებზე სამხრეთის კარიბჭე წერს. პროკურორ მირიან ჭუმბაძის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ყოფილმა ბრალდებულებმა გიორგი ბლიაძემ და გიორგი ლომიძემ მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურება აღიარეს - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთ კარიბჭე" ავრცელებს. 
"ორივე მათგანი საპროცესოს ითხოვდა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ დაუშვა. ის, რომ მათ ბრალი ნაღიარები აქვთ, სასამართლოს აუდიო და ვიდეო ჩანაწერებშია", - ამბობს ჭუმბურიძე და აქვე ამატებს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ბლიაძემ, რომელიც უშუალოდ

მონაწილოებდა მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურების პროცესში, სასამართლოზე იმის შესახებაც განაცხადა, რომ მამაკაცის გაუპატიურების შემდეგ სამსახური დატოვა და მონასტერში მორჩილად წავიდა. 

ის, რომ ბლიაძემ და ლომიძემ ბრალი აღიარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის ალექსანდრე ბლიაძის ადვოკატიც გვიდასტურებს. 

"მათ ბრალი პროკურატურის მხრიდან ზეწოლის გამო აღიარეს", - ამბობს ადვოკატი დემურ ალხაზიშვილი. 

აბსურდულს უწოდებს პროკურორი ადვოკატისა და ბრალადებულების განცხადებას, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა: "ჯერ აღიარეს ბრალი, შემდეგ კი მოილაპარაკეს, რაღაც-რაღაცეებზე შეთანხმდნენ და უარყვეს".

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ გიორგი ბლიაძემ სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. 

მისი ადვოკატის იური ზაქარიძის განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესოს გაფორმება არ უთხოვია. რაც შეეხება ბლიაძის მონასტერში წასვლას, ზაქარიძე ამბობს, რომ ბლიაძე პოლიციიდან პოლიციის უფროსთან მამუკა ხვედელიანთან მომხდარი უთანხმოების გამო წავიდა. 

ბლიაძეს სასამრთლო პროცესებზე მორჩილის კაბით არ დადიოდა, თუმცა ყოველთვის თან ჰქონდა ლოცვების წიგნი და წვერს ატარებდა. მას ხელში ეჭირა "ლოცვანი" სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებისასაც. იგი პროცესებზე არ აქტიურობდა. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და ბორჯომის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი და მისი თანამშრომლები: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.


iveroni.com.ge

1 comment:

  1. ro gadawvan eg sasamartlo tavis mosamarTlianad mere ras shvebian?

    ReplyDelete