საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვილნიუსის სამიტი ბოლო იქნება, რომელსაც ის პრეზიდენტის რანგში დაესწრება.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს საფრთხეები შეექმნას ვილნიუსის სამიტისთვის, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემთვის ბოლო სამიტი, როგორც პრეზიდენტისთვის. მე არ მინდა, რომ ამ სამიტზე ჩვენ ჩავიდეთ იმ პოზიციით, რომ შეგვექმნეს პრობლემები. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს პრობლემები გამოვრიცხოთ და რაღაც სახის დიალოგი მოვნახოთ, იმიტომ, რომ ამით ვერავინ მოიგებს და პრობლემები რომ არის, მე მგონი, ამას დღეს ყველანი ვაღიარებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ნათია რთველიაშვილი
No comments:
Post a Comment