"აფხაზეთის გავლით რკინიგზა საინტერესოა და უნდა გაიხსნას. ნებისმიერ ეკონომიკას, ნებისმიერი ახალი გზა აუმჯობესებს.
ეს გააუმჯობესებს ურთიერთობასაც აფხაზებსა და ჩვენს შორის. საუბედუროდ, ძალიან ხშირად, პოლიტიკა ბევრს თამაშობს იმაზე, რაც მარტივია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ. კითხვები არსებობს და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გასარკვევი საკითხები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის რუსეთთან. აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ვახერხებთ ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც არ გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას. ჩემი აზრით, ზედმეტად პოლიტიზირებულია ეს საკითხი და ამიტომ ხდება პროცესების მდორედ მიმდინარეობა. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არ იარსებებს კითხვები, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას ანგარიში გავუწიოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადავჭრით პრობლემებს და რკინიგზა აუცილებლად აღდგება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment