July 3, 2013

"წარმოუდგენელია, რომ ფარული ჩანაწერების შესახებ პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცოდნენ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით,  "წარმოუდგენელია, რომ ფარული ჩანაწერების შესახებ პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცოდნენ".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შკითხვის "რამდენად შეგიძლიათ დაუშვათ, რომ ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ არ იცოდა პრეზიდენტმა და არ იცოდა შინაგან საქმეთა მინისტრმა?", - საპასუხოდ განაცხადა. 


"ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, რომ ეს არ იცოდა პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის აზრი და არა როგორც პრემიერ-მინისტრის. რადგან ამას გამოძიება და მტკიცებულება საჭირდება. ეს ინფორმაცია მე მქონდა და როგორც ჩანს, უკვე ჟურნალისტებმაც იცით. ერთი ფირის გადაღებას საშუალოდ აპარატურა, შტატი, მეთვალყურეობა და ა.შ. 3-5 ათასი ლარი სჭირდებოდა. ნახეთ, სად იხარჯებოდა ჩვენი ფული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ა.შ, ნახეთ რა თანხები იხარჯებოდა ამაზე. უხეშად რომ ვთქვათ, ფულზე გადაამრავლეთ ყველაფერი. ეს თანხა ხომ ბიუჯეტის ფული იყო. როგორ არ იცოდნენ. კითხვები არსებობს და ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი", - განაცხადა ივანიშვილმა. 


ინგა მურუსიძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment