სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, სახარებაშიც წერია, რომ მოციქულები ამაღლების შემდეგ დიდი სიხარულით დაბრუნდნენ, მათ გულსა და გონებაში სიხარული იყო, რადგან მათ ახსოვდათ სიტყვები - "მე თქვენთანა ვარ!"
"დღეს ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენთან არს ღმერთი თავის წყალობით, სიყვარულით. კაცობრიობა დიდ განსაცდელშია და ამ დროს ჭირდება წყალობა ღვთისა". - აღნიშნა უწმინდესმა.
მისივე თქმით, როდესაც ქართულ წარსულს, დღევანდელობას და მომავალს ვადარებთ, ვხედავთ, რომ ჩვენი წინაპრები სხვანაირი მორწმუნენი და მოღვაწენი იყვნენ.
"მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი მცირდება, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ჩვენ მისი ქმნილება ვართ და ღმერთი ადამიანს წყალობას არ მოაკლებს. მართალია, დღეს ჩვენ წყალობას და კურთხევას ვიღებთ, მაგრამ თუ ადამიანი დედამიწაზე სულიერად არ ამაღლდა, სულიერად თუ ვერ განვიწმინდეთ ჩვენი გონება, გული, ჩვენი სულიერი ამაღლებაც ძნელი იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ, წყალობა, კურთხევა და სიყვარული ღვთისა იყოს თქვენს ზედა". - ბრძანა პატრიარქმა.
მან რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. როგორც ცნობილია, წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი, სოლოლაკში, ამაღლების სახელობის ტაძარის მოსალოცად წაბრძანდა.
TIMER.GE
No comments:
Post a Comment