განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "არ შეიძლება, უმაღლესი მართოს ადამიანმა, რომელსაც განათლება არ აქვს მიღებული".
ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი თსუ-ის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შეასახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"როდესაც გავიგე, რომ ის გადადგა, ვიფიქრე, რომ დისერტაციის წერა დაიწყო, თურმე საკუთარი თავი გადანიშნა. მგონი, ცოტა კომიკურია. არ შეიძლება, უმაღლესი მართოს ადამიანმა, რომელსაც განათლება არ აქვს მიღებული, რომელიც დიპლომირებული სპეციალისტია, არ შეიძლება, მართოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება. იმის მაგივრად, რომ უფრო მეტი ვიმეცადინოთ, უფრო მეტი შრომა დავწეროთ და უფრო მეტი მეცნიერებაში ჩავიხედოთ, იმის გაგივრად, რომ ამ ხალხმა უფრო მეტი იმეცადინოს, უფრო მეტ პოლიტიკას აკეთებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ-ის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი დანიშნა.
აკადემიური საბჭოს დადგენილებით, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 12 ივნისს გამოცხადდა. კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად 12 ივლისის 18:00 საათი განისაზღვრა.
თსუ-ის რექტორის არჩევნები კი 16 აგვისტოს გაიმართება.
ნათია რუხაძე
No comments:
Post a Comment