June 18, 2013

ნინო ბურჯანაძე: ვანო მერაბიშვილს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მიუჯდეს გვერდით

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიცნევს, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები მთავარმა პროკურატურამ ობიექტურად უნდა გამოიძიოს. ამის შესახებ ის გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს. 


"მიუხედავად არჩილ კბილაშვილისადმი ჩემი კეთილგანწყობისა, პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის დარბევაში მონაწილე რიგითი სპეცრაზმელები არ უნდა დაისაჯონ. მთავარმა პროკურატურამ კეთილი ინებოს და ობიექტურად გამოიძიოს 26 მაისის საქმე, მერე კი სასამართლო გადაწყვეტს ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ-არა. ვანო მერაბიშვილს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მიუჯდეს გვერდით და მათ შორის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი. უამრავი თემაა, რომლებზეც სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი და დაჯდეს განსასჯელის სკამზე. პირდაპირ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის მისვლა უზენაეს სასამართლოში და კოტე კუბლაშვილისათვის კომპლიმენტების გამოცხადება, ქართველი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელია. კოტე კუბლაშვილი პირველი უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და დღეს საქართველოში აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნებოდა",- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისივე აზრით, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლოს გათავისუფლება ვერ მოახერხა და "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს სასამართლოზე ზემოქმედების კიდევ უფრო მეტი ბერკეტები აქვს. 

TIMER.GE

No comments:

Post a Comment