თინა ხიდაშელი - საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ საქართველოს თემაზე "ევროპის სახალხო პარტიის" წინადადება არ გაიზიარა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ საქართველოს თემაზე "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) მიერ შეთავაზებული წინადადება არ გაიზიარა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სტრასბურგიდან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა აცნობა, ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებულ დებატების თემას სახელწოდება შეუცვალა და მას ეწოდება არა დებატები "საქართველოში მდგომარეობის გაუარესების შესახებ", როგორც ამას EPP-ი ითხოვდა, არამედ - ”დებატები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ”.
"EPP-ის მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო დებატები საქართველოში მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ამაზე ბიურომ უარი თქვა და ახლა არის დებატები საქართველოში მდგომარეობის შესახებ. წინასწარი ვერდიქტი, რომელიც EPP-ს უკვე გამოტანილი აქვს და, როგორც ჩანს, დებატები არ აინტერესებს, ბიურომ არ მიიღო" , - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თინა ხიდაშელმა.
ამასთან, დღის წესრიგი ჯერ დამტკიცებული არ არის და სესია დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.
გარდა ამისა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში შევა განახლებული საინფორმაციო ანგარიში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment