საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "სააკაშვილს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ვითომდა მონანიებით ხალხს კიდევ შეურაცხყოფა მიაყენოს".
ამის შესახებ ზურაბიშვილი facebook-ის თავის გვერდზე წერს.
"ჩემის აზრით, გამოძიება და გასამართლება აჟიოტაჟს, სეირს და ლაპარაკს წინ უნდა უსწრებდეს. როცა იცი, რომ დამნაშავეს განაჩენი გამოტანილი აქვს და დაისჯება თავისი საზარელი საქციელისთვის, სხვანაირად შეიძლება, აღიქვა მომხდარი. როცა ეს არაა, მაშინ პირდაპირ აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით! ერის წინამძღოლობა იმას ნიშნავს, რომ შენ ხალხს ეს განსაცდელი აარიდო, დაუცველად ფრონტზე ის არ გაუშვა და მოვლენებთან გასამკლავებლად რამე საშუალებაც (ახსნით და განმარტებით) მისცე. თორემ ასე, "აი, ფაქტები და დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ!" ეს ძალიან მძიმედ შეიძლება, საზოგადოებაზე აისახოს. და კიდევ, იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტები ვრცელდება, სააკაშვილს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ კიდევ შეურაცხყოფა მიაყენოს გამწარებულ ხალხს თავისი უტიფარ ტყუილებით და ვითომც მონანიებით! სამაგიეროდ პრემიერის განცხადება, რომელიც გზის ჩვენებით ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, ურიგო რა იქნებოდა", - წერს ზურაბიშვილი.
ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ეგონა, რომ მის გარდა, სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებიც გამოთქვამდნენ აზრს არსებული მძიმე ვითარების შესახებ და სხვის ნათქვამს არ დაელოდებოდნენ.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment