აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, ლიკვიდაციას მხოლოდ ფარული ჩანაწერების ნაწილი უნდა დაექვემდებაროს.
"ეს საკითხი საზოგადოებრივი განხილვისა და დისკუსიის თემა გახლავთ. ვიცი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
რამდენადაც ვიცი, მთავრობას აქვს ძალზედ პრინციპული პოზიცია, რომ ეს ვიდეომასალები უნდა განადგურდეს. შესაძლებელია, საუბარი იყოს იმაზე, რომ გარკვეული რაოდენობით იყოს გამოყენებული როგორც მიმდინარე საქმეზე სისხლის სამართლის მტკიცებულება. ამ პოზიციას ჩვენც ვეთანხმებით", - განაცხადა ნორლანდმა.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment