სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.
ტაძარში ასევე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები.
ცნობისთვის, სამებაში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაცი - I კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, I კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, I კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი და კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე - სამშობლოში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment