June 25, 2013

"მომავალმა სამიტებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაადგმევინოს"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ვილნიუსისა და ნატო-ს მომავალმა სამიტებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაადგმევინოს".

ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს საფრანგეთში განუცხადა, სადაც იგი გლობალური უსაფრთხოების 30-ე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.


"ჩემი მთავარი ამოცანაა, ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ გავაცნო, რომ საქართველო მათთვის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ სამხედრო მოქმედებებში ავღანეთში უკვე ერთად ვართ, ასევე მინდა, კარგად გავაცნო, რომ საქართველო არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის შემცველი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიანი სტაბილური პარტნიორობა გავუწიოთ ევროპას, აქედან გამომდინარე, ვილნიუსის სამიტი, მომავალი წლის ნატო-ს სამიტი უნდა იყოს ის სამიტები, რომელბიც გადამწყვეტ ნაბიჯს გადაადგმევინებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ალასანიამ.  


დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment