June 25, 2013

საქართველოს ხვალ რასმუსენის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა

საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, საქართველოს ხვალ, ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა.

ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ასევე, სხვა ოფიციალურ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.


ნატო-ს გენერალური მდივანი წარუძღვება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები, ასევე, დაესწრებიან ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სიტყვით გამოვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ცნობისთვის, ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტია საქართველოში.



ნინო ჩიჩუა 
„პირWელი“

No comments:

Post a Comment