June 20, 2013

"კადრები ყოფილი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა უნდა ნახონ"

ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, "კადრები ყოფილი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა უნდა ნახონ, რათა პასუხისმგებლობა იგრძონ".  

ამის შესახებ რამიშვილმა დღეს შსს-ში მინისტრის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც სამეგრელოში აღმოჩენლი ვიდეოფირი აჩვენეს.


"პირველ რიგში, ჩემი აზრით, ეს მასალა უნდა ნახოს შეზღუდული წრიდან ადამიანებმა, რომ იმ სკეპტიკოსებს გასცენ პასუხი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მასალები არ არსებობს და შეთითხნილია. მეორე, ეს უნდა ნახონ ყოფილი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებებში მომუშავე ადამიანებმა, რათა იგრძნონ პასუხისმგებლობა, რომ ისეთ რეჟიმს უჭერდნენ მხარს, რომელიც ამ ყველაფერს უშვებდა", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ის წინააღმდეგია, რომ კადრები ფართო მასებმა ნახოს.

"წინააღმდეგი ვარ, რომ ეს კადრები ყველას აჩვენონ. იყო ერთ-ერთი ასეთი მოსაზრება, რომელიც ჩანასახშივე გაბათილდა", - აღნიშნა რამიშვილმა.

რაც შეეხება ეკა კვესიტაძესთან მომხდარ ინციდენტს, რამიშვილის თქმით, მას არანაირი ინციდენტი არ მოსვლია.

"მე მასში არ ვმონაწილეობდი, იყო რაღაც დაძაბული საუბარი, თუმცა ამის შესახებ ფიგურანტს ჰკითხეთ", - განაცხადა რამიშვილმა.


ნათია რუხაძე 
„პირWელი“

No comments:

Post a Comment