June 20, 2013

"დათო პაიჭაძეს, ეკა კვესიტაძეს და მსგავს პოლიტიკურ მეძავებს უფლება არა აქვთ, საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ"

ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, მისი პრინციპული პოზიციაა, რომ "დათო პაიჭაძეს, ეკა კვესიტაძეს და მსგავს პოლიტიკურ მეძავებს უფლება არა აქვთ, საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ".

ამის შესახებ კაკაბაძემ შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ეკა კვესიტაძესთან მომხდარი ინციდენტყის კომენტირებისას განუცხადა.


"ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ დათო პაიჭაძეს, ეკა კვესიტაძეს და მსგავს პოლიტიკურ მეძავებს, რომლებიც ნაცისტურ რეჟიმს პირდაპირ იცავდნენ, არანაირი უფლება არ აქვთ, საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ. ამ პოზიციაზე ვდგავარ ახლა და ჩვენ, ქართველი ხალხის 90% ახლა ამ დემაგოგების მიმართ პირდაპირ შეტევაზე გადავდივართ და მათ ცივილიზებული ფორმით პასუხისგებას მოვითხოვთ", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ვიდრე ეს სიტუაცია იქნება და რეჟიმი არ გასამართლდება, კადრები უნდა განადგურდეს.

აღსანიშნავია, რომ თავად შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.



ნათია რუხაძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment