საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დირექტორს კახი კახიშვილს არ ჰგონია, რომ ადამიანები, რომლებსაც სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები აქვთ, მას შსს-ში ჩააბარებენ.
ამის შესახებ კახიშვილმა დღეს "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას, შს სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ერთთვიანი ამნისტია გამოცხადდება, რა პერიოდშიც პირები, რომლებიც ნებაყოფლობით წარადგენენ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.
"შსს-ს ინიციატივა მისასალმებელია. უწყება ცდილობს, რომ ამ საფრთხილო თემის ლოკალიზება მოახდინოს და ადამიანებს აძლევს შანსს, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდენენ. ინიციატივა კარგია, რომ ადამიანებს მიეცა შანსი, კადრები ჩააბარონ და მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი მძიმე კადრები აღარ ვიხილოთ, თუმცა მე არ მგონია, რომ ადამიანებს, ვისაც ეს კადრები აქვთ, ჩააბარონ ისინი. შეიძლება, ვიღაცას სინდისმა შეაწუხოს და ასეც მოიქცეს, თუმცა ამას ალბათ, ძალიან ცოტა გააკეთებს. მე ვურჩევ შსს-ს, რომ ამ ინიციატივასთან ერთად გააძლიეროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ ასეთი მასალების ადგილმდებარეობა დადგინდეს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ადამიანს, რომელიც მსგავსი ტიპის მასალებს ამზადებდა და სამინისტროდან გაიტანა, კონკრეტული მიზნები აქვს და აღნიშნული მასალის ჩაბარებისგან თავს შეიკავებს", - განაცხადა კახიშვილმა.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment