June 20, 2013

მამუკა არეშიძე: კომპრომატები სააკაშვილზეც ექნებათ

კავკასიის საკითხებში ექპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა გაავრცელა. როგორც გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში არეშიძე აცხადებს, აღნიშნული პირი დღემდე საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა და სამალავების შესახებ ინფორმაციაც სწორედ მდგომარეობის შესანარჩუნებლად გაახმოვანა. 


"ეს არის იდეა, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთმა ლიდერმაც. ეს იდეა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დასახლებულ პუნქტებს საკუთარი თავი თვითონ უნდა დაეცვათ, მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა შექმნილიყო შეიარაღებული ფორმირებები, აქედან გამომდინარე ყველას უნდა ჰქონოდა იარაღი. ჩვენ მოგვდიოდა ინფორმაციები, რომ იარაღი შენახულია სამეგრელოში, ქვემო ქართლში, კახეთში, საქართველო-სომხეთის საზღვარზე. იარაღი შეძენილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა სქემებით. დარწმუნებული ვარ რაღაც ნაწილი აღურიცხავი იყო.",- აცხადებს მამუკა არეშიძე.
ის სამალავებში აღმოჩენილ ვიდეო-ფირებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ჩანაწერებში ასახულია ადამიანების არაადამიანური წამება და მამაკაცებზე სექსუალური ძალადობის განხორციელება. ექსპერტის თქმით, მას ეს ჩანაწერები ჯერ არ უნახავს.

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბინძური ჩანაწერი სჭირდებოდათ ან თავისიანების დასაშანტაჟებლად, ან იმ ადამიანების სამართავად, ვისაც აუპატიურებდნენ და ოპოზიციის მხარეს იყვნენ. სექსუალური ძალადობა კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ ხორციელდებოდა, მათ აშანტაჟებდნენ და ამ ბინძური ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ",- აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისვე განმარტებით, არ არის გამორიცხული აღმოჩენილ სამალავებში კომპრომატები სააკაშვილზეც იყოს. 

TIMER.GE

No comments:

Post a Comment