ამოიღეს თუ არა ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიიდან? - ამ კითხვას კულტურისა დ ძეგლთა დაცვის მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
"მთვარია ბაგრატის ტაძარი არ გახდეს საზოგადოებაში განხეთქილების ვაშლი, დაპირისპირების მიზეზი. მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებს, მინისტრები მოდიან და მიდიან, ბაგრატი კი არის მარადი. ვიცი, რომ მალე დამთავრდება რესტავრაცია და ტაძარი დაიწყებს ფუნქციონირებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ის ბაგრატი. არ უნდა გვეჩქარა და უნდა შეგვენარჩუნებინა ერთიანი აზრი, როგორმე უნდა შეგვენარჩუნებინა მისი პირველადი სული". - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ბაგრატის რესტავრაციის მიმდინარეობისას იუნესკოს რჩევები გათვალისწინებული არ იყო და ბევრი რამ ნაჩქარევად გაკეთდა.
"როდესაც ქვეყანას იუნესკოში აქვს დაცული ძეგლები, ეს ქვეყნის პრესტიჟია, მაგალითად საბერძნეთსა და იტალიაში უამრავი ძეგლია, რომელსაც არც სახურავი აქვს და არც კედლები, მაგრამ მათი ამოშენება აზრად არავის მოუვა". - დასძინა ოდიშარიამ.
TIMER.GE
No comments:
Post a Comment