June 7, 2013

"თალიბანის" სახელით გავრცელებულ მუქარის ვიდეოში ტელეკომპანია "ПИК"-ის შიდა არქივის მასალებია გამოყენებული"

ქართველი ჟურნალისტის თემურ კიღურაძის აზრით, "თალიბანის" სახელით გავრცელებულ მუქარის ვიდეოში ტელეკომპანია "ПИК"-ის შიდა არქივის მასალებია გამოყენებული.

ამის შესახებ "ПИК"-ის ყოფილი და ამჟამად, "ეხო კავკაზას" ჟურნალისტი თემურ კიღურაძე თავის ბლოგზე წერს.


"ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციამ საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოწვია - ახლა, ალბათ, უფრო ხმამაღლა, ვიდრე ოდესმე, ჟღერს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის და უფრო მეტიც, ნატო-ზე უარის თქმის მოთხოვნები. დიდწილად ამას დაეხმარა ქართველი ჯარისკაცებისთვის ავღანეთში ჯიჰადის გამოცხადების შესახებ გავრცელებული ვიდეორგოლი, რომელმაც დღის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ვიდეორგოლი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე აიტვირთა. ნათელია, რომ ეს ფაბრიკაციაა და არანაირი “თალიბანი” მასთან კავშირში არაა. მაგრამ თუ არა "თალიბები", მაშინ ვინ? ყურადღებით ვუყურე რა კლიპს, მასში აღმოვაჩინე კადრები, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა ავღანეთში 2010 წელს გადაიღო. ეს კადრები ვიდეოში 1:30 წუთზე ჩნდება. განსხვავებაა ისაა, რომ "ჯიჰადისტების" ვიდეორგოლში ტელეკომპანია "ПИК'-ის ლოგო არ ჩანს. ე.ი. ვიღაცას ჰქონდა წვდომა სიუჟეტის შავ მასალასთან. "ПИК"-ის მთელი არქივი, წესით საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. მეც კი არ მაქვს ის. კითხვა მდგომარეობს შემდეგში – ვინ დაუშვა ვიდეორგოლის ავტორები სიუჟეტის მასალასთან? მეორეც – რატომ?", - წერს კიღურაძე. 
ნინო ჩიჩუა
„პირWელი“


No comments:

Post a Comment