მისივე განმარტებით, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის.
"უმძიმესი დღე გაუთენდა საქართველოს. გუშინ თავს დაესხნენ ნატო-ს ოპერაციის მონაწილე საქართველოს ქვედანაყოფს. დაიღუპა 7 და დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ შემზარავი ტრაგედიის გამო, ქედს ვიხრი დაღუპული ჯარისკაცების წინაშე, სამძიმარს ვუცხადებ მთელს საქართველოს, ვიზიარებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. მათთან ერთად გლოვობს მთელი საქართველო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერის შეფასებით, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.
"და ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ტერორიზმი 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა, მასთან ბრძოლა ურთულესი და ამავე დროს მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ეს ბიჭები უცხო მიწაზე, ჩვენ სამშობლოს იცავენ, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. ჩემი დავალებით,საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე ავღანეთშია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის", - აღნიშნა პრემიერმა.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment