June 23, 2013

გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. როგორც გია ჟორჟოლიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ინიციატივის განხორციელებას ის მომავალი კვირიდან დაიწყებს.
"ვფიქრობ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პარლამენტში დაიწყოს პროცედურა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ოთხშაბათსვე და

ვიწყებ ამ პროცედურის შესაბამის მოქმედებას. იმედი მაქვს, პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი სრულად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას. ეს არის საჭირო არა იმისთვის, რომ სააკაშვილი აღარ იყოს პრეზიდენტი, ეს ისედაც ასე იქნება ოქტომბერში, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს დამნაშავე რეჟიმის დამღუპველი მოქმედება ქვეყნისათვის და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო ამ რეჟიმის არქიტექტორი", - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა. 

ინტერპრესნიუსი

No comments:

Post a Comment