ვეცდებით დასავლელი პარტნიორები დავარწმუნოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატოს წევრობა. - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ლიტვის სეიმის თავდაცვის, შინაგან საქმეთ და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარე, აინარს ლატკოვსკიმ განაცხადა.
მანვე ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე ისაუბრა.
"ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ეს საქართველოსთვის დიდი დანაკარგია. ერთი თვის წინათ ვიმყოფებოდი ავღანეთში ჩვენი სამხედროების მოსანახულებლად და ვითარებას ადგილზე გავეცანი. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ჯარისკაცები იმაზე უფრო უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან ვიდრე ქართველი სამხედროები, სადაც ქართველები არიან, ის უფრო მეტად ჰგავს საომარ ზონას და ვითარებაც ძალიან სახიფათოა. თქვენ სამხედროებს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც ძალიან კარგ პროფესიონალებს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ რაც შესაძლებელია, რომ დასავლელი პარტნიორები დავარწმუნოთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატოს წევრობა". - განაცხადა ლიტვის სეიმის თავდაცვის, შინაგან საქმეთ და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარე აინარს ლატკოვსკიმ.
TIMER.GE
No comments:
Post a Comment