ნუგზარ წიკლაურის მიერ ,,ქაჯანად’‘ მონათლული ორგზის პარლამენტარი კარლო კოპალიანი ერთადერთი დეპუტატი იყო, ვინც 2011 წელს ნინო ბურჯანაძის სახალხო კრებას შეუერთდა და 26 მაისის დარბევისასაც დაზარალდა. ახლა კი, როცა ქვეყნის ყოფილი ,,ხერხემლის’‘, ვანო მერაბიშვილის ბრალი 26 მაისის ეპიზოდმაც დაამძიმა, კარლო კოპალიანი პროკურატურისგან 26 მაისის საქმეზე დაკითხვას ითხოვს და ირწმუნება, რომ გამოძიებას ახალ დეტალებს მიაწვდის. ,,ოცნების’‘ დეპუტატი კარლო კოპალიანი ,,ვერსიას’‘ სწორედ ამ დეტალებზე ესაუბრა.
_ წინა პარლამენტის ფრაქციიდან _ ,,ერთობა სამართლიანობისთვის’‘ მხოლოდ თქვენ და გიორგი ცაგარეიშვილი შეხვედით კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში’‘, არადა, ზემოხსენებული ფრაქცია, თავის დროზე, ,,ოცნების’‘ ერთადერთი საპარლამენტო მხარდამჭერი იყო...
_ ამ ფრაქციის ერთადერთი პარტიის კოალიციაში შესვლა მოლაპარაკების საგანი თვითონ ჯონდისა და ბიძინას შორის იყო. ჯონდი არავის ,,გადაუგდია’‘, შეიძლება, უბრალოდ, ვერ მოილაპარაკეს, რადგან მას თავისი პრინციპები ჰქონდა, კოალიციას _ თავისი მოთხოვნები. რაც შეეხება დიმა ლორთქიფანიძეს, ჩვენ დღესაც ვმეგობრობთ, თუმცა იგი ახლა სხვა პარტიაშია. არ მგონია, ეს დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდეს, ან ამან რამე შედეგი მოიტანოს. ეს მომგებიანი, პირველ რიგში, მათი პარტიისთვის არ არის. მე კი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, პარტიული არ ვყოფილვარ, ახლა შევედი ,,ოცნებაში’‘ და მისი ერთერთი დამფუძნებელიც ვარ. არსად არავინ მზღუდავს, პატარა, გამოუცდელი ბავშვები არ ვართ და კარგად ვიცით, სად რა ვთქვათ!
_ ისე, ნუგზარ წიკლაურმა ,,ქაჯანა’‘ გიწოდათ, კაცს 3 წელი ხმა არ ამოუღია და მხოლოდ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ალაპარაკდაო. მაინცდამაინც არც ახლა აქტიურობთ, რატომ?
_ წინა პარლამენტში 50მდე ბრიფინგი მაქვს ჩატარებული, ამდენივე საგაზეთო ინტერვიუც მივეცი, მაგრამ ჩემს გასაშუქებლად ერთი ტელევიზიაც არ მოდიოდა. ,,ქაჯანა’‘ ვინაა, კვერცხებს ვის ესვრიან, რესტორნებში ვინ ვერ დადის და კაფეებში ჩაისა და ყავას ვინ ვერ სვამს, ეს ისედაც ჩანს! რაც შეეხება ჩემს ახლანდელ პასიურობას, ყველაფერი წინ არის! საპარლამენტო ცხოვრებაში ბევრად დიდ აქტიურობას ვაპირებ. ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.
_ სხვათა შორის, წინა პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი იყავით, ვინც მხარი ნინო ბურჯანაძის სახალხო კრებას დაუჭირა...
_ მაშინაც ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, ვინც 9 აპრილის აქციების დროს პარლამენტიდან გამოვიდა და ,,მესაკნე’‘ გახდა, თუმცა მერე, გიორგი ცაგარეიშვილიც შემომიერთდა. რომ იცოდეთ, რამდენ მაცდუნებელ წინადადებაზე ვთქვი უარი _ ნაციონალური მოძრაობა ჩემს ყიდვასაც ცდილობდა და შეშინებასაც. ელდარ კვერნაძე მომიგზავნეს, ნაციონალების მეტაშედირიჟორი და ნახევარ მილიონს მთავაზობდნენ! სხვათა შორის, თბილისში, ახლაც ნაქირავებში ვცხოვრობ, მყავს ორი ბიჭი, ორი ობოლი და მათ ვზრდი, არადა, მეორე მოწვევის დეპუტატი ვარ! ცდუნება დიდი იყო _ მეუბნებოდნენ, ვიცით, ფული არ გაქვს, კრედიტებს იხდი, მიშას ენით რომ ვთქვათ, გაღლეტილი ხარ, მაგრამ ყველა პრობლემას გადაგიწყვეტთ, ოღონდ თორთლაძის ფრაქციაში დარჩიო. ეს იმიტომ მოვყევი, რომ შეურიგებელ ძალასთან მინდოდა ყოფნა და არა ხელოვნურ ოპოზიციაში. ამიტომაც წავედი სახალხო კრებასთან. ბურჯანაძის პარტიიდანაც მქონდა შემოთავაზება, უბრალოდ, უპარტიოდ დარჩენა მინდოდა. თანავუგრძნობდი სახალხო კრებას და 26 მაისს ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, ვინც რუსთაველზე იმ მოვლენებს აკვირდებოდა. დამიჭირეს, დამაკავეს, ბორკილები დამადეს და ბევრიც მირტყეს. თავიდან არ გავამხილე, ვინ ვიყავი. როცა ,,მარშუტკაში’‘ ამიყვანეს და სადღაც მივყავდი, გამჩხრიკეს და აღმოაჩინეს, რომ დეპუტატი ვყოფილვარ. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადასცეს და ,,ჩეპე’‘ შეექმნათ. მერე ბრძანება მიიღეს, დეპუტატი გაუშვითო, გააჩერეს ეს ,,მარშუტკა’‘ და ,,ელიავას’‘ ბაზრობასთან ჩამომაგდეს, ღამის 3 საათზე. მაშინ შოთა მალაშხია და ნუგზარ წიკლაური გააქტიურდნენ, ჩემზე ამბობდნენ, რუსეთის დესანტი გვიზის პარლამენტშიო, თუმცა ვინაა რუსული პოლიტიკის გამტარებელი, კარგად გამოჩნდა!
_ ვანო მერაბიშვილს ბრალი 26 მაისი საქმეზე დაუმძიმდა და ხელმეორედ შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. თქვენ კი ამბობთ, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ დამატებითი კომპრომატები გაქვთ. მაინც, რა კომპრომატებზეა საუბარი?
_ პირველ რიგში, პროკურატურისგან ვითხოვ, დამკითხონ. პარლამენტის წევრები _ გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი დაკითხეს, მაგრამ მე, სამწუხაროდ, არავის დაუკითხივარ. რატომ? _ არ ვიცი! ეტყობა, საჭიროა, პროკურატურას ამის შესახებ შევახსენო. მე შემიძლია, ბევრი ფაქტი მოვყვე. პარლამენტის კიბეზე ვიდექი და იმის მომსწრე ვარ, როგორ ისროდნენ ტყვიებს პარლამენტის შიგნიდან. 2007 წელს ეს კარი გაიღო და დარბეულმა ხალხმა თავი პარლამენტს შეაფარა, ეტყობა, ეს აქციის მონაწილეებს ახსოვდათ და ახლაც იგივე მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა გისოსებზე გადაძრომის მსურველები ძირს ჩიტებივით ჩამოყარეს. ვიცი, როგორ მოგვაქციეს ალყაში, მერე ამ ხალხს როგორ აიძულებდნენ, ნინო ბურჯანაძისა და ნონა გაფრინდაშვილისთვის შეეგინებინათ. მერე, ყველა ,,თავისუფლების’‘ მეტროსკენ წაგვიყვანეს, სადაც სისხლში ჩამხრჩვალი ხალხის გორა იდგა, ამ გორაზე შემაგდეს მეც და მერე, ჩვენს თავებზე პოლიციელები დადიოდნენ. ყველაფერ ამაზე დეტალური ინფორმაცია მაქვს!
_ კონკრეტულად, მერაბიშვილის წინააღმდეგაც თუ გაქვთ მტკიცებილება, ან გამოძიება იმას როგორ დაამტკიცებს, რომ სისხლის გუბეები სწორედ მისი ბრძანებით დააყენეს?
_ თუ არა ვანო, მაშინ ვინაა დამნაშავე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით? ვანომ ხომ მაინც იცის, ვინ გასცა დარბევის ბრძანება, ვინ შეადგინა ალყაში ხალხის მოქცევის გეგმა?! ასეთ დეტალებში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერეოდა! ეს იყო სერიოზული, სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია ხალხის წინააღმდეგ. ასეთი რამ როდიონოვის დროსაც არ ყოფილა. მერე, თითქოს იმასაც ამბობდნენ, ვანოს ჩასაძირად, ახალაიებმა სპეციალურად გასცეს ბრძანებაო. ჰოდა, ამიტომ არის ბაჩო ახალაია ციხეში, ვანო მერაბიშვილიც ციხეშია და დარწმუნებული ვარ, მათ კიდევ ბევრი მიემატება. ისიც ვიცი, ვინ ეუბნებოდა მიშას, სამაგალითოდ დაარბიე ეს აქცია, თორემ თავებს მოვიკლავთ, ფანჯრიდან გადავხტებითო _ ეს იყო ეკა ხერხეულიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი. აწიწინდნენ ეს ქალები და ისინი რა, არ არიან დამნაშვეები? ალბათ, ეგონათ, ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში იქნებოდნენ, მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში! ერთ მაგალითს გეტყვით _ კონტროლის პალატის კომისიის წევრი ვარ და ვაპირებ, უახლოეს მომავალში პრესკონფერენციები ჩავატარო და დასკვნის შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაჟღერო. წინ კიდევ ბევრი საინტერესო დეტალია.
_ მერე, კონტროლის პალატის ექსუფოროსი, ლევან ბეჟაშვილი პარლამენტში რომ გიზით და ,,ეკოჰაბიტაციებით’‘, ნორმალურია?
_ საერთოდ, არავითარი კოჰაბიტაცის მომხრე არ ვარ! ჩიორას რომ ცხვირში მოარტყეს ბიბლიოთეკასთან, მე და პალიკო კუბლაშვილს პირადი საუბარი გვქონდა და ვკითხე, 26 მაისს 30 ,,დუბინკიანი’‘ რომ მირტყამდა, ხომ კარგი ყოფილამეთქი? მიპასუხა, მერე, გამოიძიეთ 26 მაისის მოვლენები, ხელისუფლება თქვენ არ ხართო?! არადა, 26 მაისის კვირაში პარლამენტის ტრიბუნიდან ვიხვეწებოდი, კომისია შექმენით და გაარკვიეთ, ვინაა დამნაშავე და ვინ არამეთქი. ამაზე ჩემი შეხედულება მაქვს _ მხოლოდ ერთი კაცის კი არა, მთელი ნაციონალური მოძრაობის 9წლიანი საქმიანობა უნდა გამოვიძიოთ და თუ მათ მთელი რიგი ბრალდებები დაუმტკიცდებათ, მათი მოღვაწეობა, როგორც კომპარტიისა, ისე აიკრძალება ქვეყანაში!

versia.ge
No comments:
Post a Comment