June 27, 2013

“არასრულწლოვანის გაუპატიურებას მაყურებინეს-თვალწინ მიდგას რა საცოდავად ბღაოდა”

ყოფილი პატიმარი, ამნისტიით გათავისუფლებული, მალხაზ  არქანია  ციხის სკანდალურ დეტალებს იხსენებს.
იგი დეტალურად ჰყვება თუ როგორ აიძულებდნენ სასურველი ჩვენების მიცემას და როგორ ახდენდნენ მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.




“მეგის ქარდავა მაიძულებდა ტერორისტული აქტის მოწყობა მეღიარებინა. ჩამიყვანეს კარანტინში , სადაც სულ ცოტა 25 კაცი დამხვდა. დამიწყეს ცემა და მუქარა, რათა მათთვის სასურველი ჩვენება დამეწერა. შემდეგ მაყურებინეს გაუპატიურების სცენას. ეს იყო ენით აუწერელი შოკი  და უბედურება. ჯერ კარის ჭუჭრუტანიდან მაყურებინეს, მერე “კარმუშკაში” შემაყოფინეს თავი. ის საწყალი არასრულწლოვანი იყო, დღესაც თვალწინ მიდგას როგორ ტიროდა, რა საცოდავად ბღაოდა…მას ორნი აუპატიურებდნენ , ტერაშვილი, მეტსახელად “გოჭი” და სისაური”,- ჰყვება არქანია “ყველა სიახლესთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, ქარდავას მისი დაწერილი ჩვენება რომ არ მოეწონა შეაჭამა და 6 წლის ბავშვის, ცოლის და ადვოკატის გაუპატიურებით დაემუქრნენ.

“ოლეგ ფაცაცია მაფრთხილებდა არაფერი წამოგცდეს და “საქათმეში” შეგდებით და გაუპატიურებით დამემუქრა. ყევლაფერი დავუწერე სახალხო დამცველს რაც დასაწერი იყო. დღეში სამჯერ ცემა გამოწერილი მქონდა, ღამის 2 საათზე მაყენებდნენ და გადავყავდი რესბალნიცაზე. სადაც სისხლით დასვრილი იარაღი მხვდებოდა დირექტორის ოთახში”, – აცხადებს არქანია.

მისივე განცხადებით, მისი პოლიტპატიმართა სიიდან ამოღების შესახებ მან არაფერი იცის.

“ჯერ გამოაცხადეს პოლიტპატიმარია არქანია, შემდეგ ი ასე მომექცნენ. როცა წერილი დავწერე და ფაქტები გავახმაურე მაშინ კარგი ბიჭი და პოლიტპატიმარი ვიყავი. ბესელიამ არ იცოდა, რა ხდებოდა მე8-ში  და კარანტინში? გავბედე და ვთქვი სიმართლე, სანაცვლოდ რამე მოვითხოვე თუ რა”,- დასძენს არქანია.

newsplus.ge

No comments:

Post a Comment