June 27, 2013

პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს



მომღერალი პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს.


ამის შესახებ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

პაატა ბურჭულაძე ადასტურებს, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო.

"ძალიან ბევრი რჩევა იყო არასამთავრობოებისგან. თხოვნა იყო საზოგადოებისგან, თუნდაც არასაპარლამენტო პოლიტიკოსებისგან, რომ მე გადამედგა ეს ნაბიჯი, როგორც უპარტიოს. მე თავს ვიკავებ. ამას გეუბნებით ძალიან გულახდილად", - განაცხადა ბურჭულაძემ.



დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment